x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო"
imageამბობენ ბერიამ თავის კაბინეტში დაიბარა ტიციან ტაბიძე, დააბრალა რუს მწერლებთან მეგობრობა და მოსთხოვა ცილი დაეწამა პოეტ პაოლო იაშვილისთვის, რომელიც ორი თვით ადრე ტიციანის დაპატიმრებამდე სწორედ ბერიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე.


"პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო"


როცა ტიციანმა უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხყოფაზე, ბერიამ მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა. შეიძლება ეს ამბავი ლამაზად შეფუთული ლეგენდა იყოს, თუმცა ფაქტი ისაა, რომ 2 აპრილი "ცისფერყანწელთა" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის სიკვდილის დღეა.ის 42 წლის იყო.


1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.



თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. ყოველ შემთხვევაში მისი საფლავი არ არსებობს.

imageფოტოზე: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი



ამბობდენ კიდევ როცა ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს რეპრესიებიდან გადარჩენილ მწერალთა რიგებშიო.


თუმცა არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც არქივშია დაცული. საქმე N10. 817.რომელიც ტიციანის "მავნებლურ საქმიანობასზეა" საუბარი.


შინ­სა­ხკო­მის დად­გე­ნი­ლე­ბით, რო­მე­ლიც და­ამ­ტკი­ცა სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­მა გოგ­ლი­ძემ, გა­ი­ცა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის (მცხოვ­რე­ბი გრი­ბო­ე­დო­ვის ქ. N18) და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი N1.344. პო­ე­ტი დამ­ნა­შა­ვედ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 58/10 და 11 მუხ­ლით. გა­ნე­სა­ზღვრა ცალ­კე სა­კან­ში ყოფ­ნა. ორ­დე­რი მი­ი­ღო ლე­ი­ტე­ნან­ტმა კრი­მი­ან­მა, მე-2 ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თა­ნა­შემ­წემ. მან­ვე ჩა­ა­ტა­რა პო­ე­ტის ბი­ნის ჩხრე­კა. დად­გე­ნი­ლე­ბას ხელს აწერს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ქო­ბუ­ლო­ვი, ერ­თვის "სპრავ­კა" გრი­ფით "სო­ვერ­შე­ნო სეკ­რეტ­ნო" - ამ­ბობს სოსო სი­გუა.


პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა ტა­ბი­ძე იგო­ნებს, რომ ღა­მის ორ სა­ათ­ზე მან­ქა­ნის ხმა მო­ეს­მა. დე­დას და მა­მას არა­ფე­რი გა­უ­გი­ათ. მკვდა­რი­ვით ეძი­ნათ. კარი გა­ვა­ღე, ოთხნი იყ­ვნენ, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე აქ ცხოვ­რობ­სო? მკი­თხეს და ქა­ღალ­დი მაჩ­ვე­ნეს - და­კი­თხვა­ზე უნდა წა­ვიყ­ვა­ნო­თო. მამა გა­ვაღ­ვი­ძე, მახ­სოვს, სა­ვარ­ძელ­ში იჯდა, ხე­ლე­ბი უთრთო­და, სი­გა­რეტს ვე­რაფ­რით მო­უ­კი­და. ისი­ნი სახ­ლს ჩხრეკ­დნენ. წა­ი­ღეს ფი­როს­მა­ნის მიერ და­ხა­ტუ­ლი რუს­თა­ვე­ლი, მა­მას პორ­ტრე­ტი და ან­დრეი ბე­ლის ნა­ჩუ­ქა­რი "დრე­ვა ჟიზ­ნი". 3 სა­ათ­ზე სახ­ლის ჩხრე­კას მორ­ჩნენ.


imageფოტოზე: ტიციანი ქალიშვილ ნიტასთან ერთად



პო­ე­ტი ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში მო­ა­თავ­სეს. მე­ო­რე დღეს, 10 ოქ­ტომ­ბერს ტი­ცი­ან­მა წი­თე­ლი მელ­ნით შე­ავ­სო პა­ტიმ­რის ან­კე­ტა და ხელი მო­ა­წე­რა. ამის შემ­დეგ 10 დე­კემ­ბრამ­დე საქ­მე N10.817 დუმს, არა­ფე­რი ვი­ცით, რო­გორ მი­დი­ო­და ძი­ე­ბა, ან თუ გრძელ­დე­ბო­და სა­ერ­თოდ. პო­ე­ტი ცალ­კე სა­კან­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც 1954 წლის ივ­ნის­ში და­კი­თხვის დროს აღი­ა­რა ჩე­კის­ტმა ვახ­ტანგ არ­ზა­ნოვ­მა, კრი­მი­ა­ნი სას­ტი­კად აწა­მებ­და ტი­ცი­ანს, რათა იგი გა­მო­ტე­ხი­ლი­ყო, რო­გორც რო­მე­ლი­ღა­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი.


ორ­თვი­ა­ნი წა­მე­ბის შემ­დეგ, 10 დე­კემ­ბერს გა­ფორმ­და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის და­კი­თხვის ერ­თა­დერ­თი ოქმი, რო­მელ­საც ხელს აწერ­დნენ შინ­სა­ხკო­მის მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის მე-6 ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ქა­და­გიშ­ვი­ლი და ოპე­რრ­წმუ­ნე­ბუ­ლი პან­კო­ვი. ყვე­ლა ფურ­ცელს ხელს აწერს ტი­ცი­ა­ნი.


1937 წლის 15 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტთა მე-10 ყრი­ლო­ბა­ზე მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და ლავ­რენ­ტი ბე­რია. ერთი მხრივ, იგი ლა­პა­რა­კობ­და საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ნა­ხულ მიღ­წევ­ე­ბზე, მე­ო­რე მხრივ - მთელ რის­ხვას თავს ატეხ­და ტროც­კის­ტებს, მავ­ნებ­ლებს, სხვა­დას­ხვა ჯუ­რის ბან­დი­ტებს - ძი­რი­თა­დად ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას, მწე­რალ­თა­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მსჯე­ლობ­და პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის შე­სა­ხებ.


შინ­სა­ხკომ­ში ნა­წა­მე­ბი პა­ტიმ­რე­ბი ცრუ და დამ­ღუპ­ველ ჩვე­ნე­ბებს იძ­ლე­ოდ­ნენ. 27 მარტს ლიდა გას­ვი­ა­ნი (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე - სა­ხელ­გა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გის მო­ად­გი­ლე) ასა­ხე­ლებს ტროც­კის­ტუ­ლი და ფა­შის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებს (გამ­სა­ხურ­დია, ჭი­ჭი­ნა­ძე, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, აბა­შე­ლი) ხოლო 3 აპ­რილს აცხა­დებს, რომ აღ­ნი­აშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით გა­მო­ი­ცა ტი­ცი­ა­ნის ლექ­სე­ბის წიგ­ნიც, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია ლექ­სე­ბი გრ. რო­ბა­ქი­ძე­ზე, ლო­მი­ნა­ძე­სა და დუმ­ბა­ძე­ზე. ეს იყო პირ­ვე­ლი სიგ­ნა­ლი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე - ტი­ცი­ა­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მე­გო­ბა­რი გერ­მა­ნი­ა­ში დარ­ჩა და ფა­შის­ტად მი­იჩ­ნე­ო­და. ხოლო ლო­მი­ნა­ძე და დუმ­ბა­ძე ტროც­კის­ტე­ბი ე.ი. ხალ­ხის მტრე­ბი იყ­ვნენ.


image

მათი სი­ახ­ლო­ვე და მათი მფარ­ვე­ლო­ბა პო­ეტს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად ეთ­ვლე­ბო­და. 21 მა­ისს ბუდუ მდი­ვა­ნი (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხკო­მსაბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე) მი­უ­თი­თებს, რომ გას­ვი­ან­მა მისი და­ვა­ლე­ბით ტე­რო­რი­სა და დი­ვერ­სი­ის­თვის სხვა მწერ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ით­რია ტი­ცი­ა­ნი. რო­გორც ვხე­დავთ, ტი­ცი­ა­ნი ტე­რო­რის­ტიც ყო­ფი­ლა! 12 ივ­ნისს და­ვით წე­რე­თე­ლი (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე - ლი­ტფონ­დის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე) უჩ­ვე­ნებს, რომ ტი­ცი­ა­ნიც ან­ტი­საბ­ჭო­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, მსჯე­ლობს აუ­ტა­ნელ პარ­ტი­ულ რე­ჟიმ­ზე, აკ­რი­ტი­კებს ბე­რი­ას, ამ­ბობს, რომ არ არის შე­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი, რომ უნდა შე­იც­ვა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და გა­აგ­დონ ბე­რია.


9 ოქ­ტომ­ბერს პავ­ლე საყ­ვა­რე­ლი­ძემ (და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე "ფე­დე­რა­ცი­ის" გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე) ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე ფა­შის­ტურ-ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფის აქ­ტი­ურ წევ­რად და­ა­სა­ხე­ლა.



0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0