x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მსახიობის სკანდალური აღიარება: რა გახდა თაკო ტაბატაძისა და გია ბაღაშვილის დაშორების მიზეზი?
image

მსახიობი თაკო ტაბატაძე და მუსიკოსი გია ბაღაშვილი მართალია ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ, თუმცა საზოგადოება მათი გაშორების ამბავს დღემდე კვლავაც აქტიურად განიხილავს. თაკო ტაბატაძემ "ნანუკა ჟორჟოლიანის" შოუში გადაწყვიტა სიმართლისთვის ფარდა აეხადა და იმ მიზეზზე ისაუბრა, რამაც მათი დაშორება განაპირობა. ტაბატაძის თქმით, მათი დაშორების მთავარი მიზეზი მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, რაც მისივე თქმით, წლებთან ერთად კიდევ უფრო საგრძნობი გახდა:


"ზოგადად მსოფლმხედველობითი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთნ ერთად, მე მაშინ ვიყავი 17 წლის, ბევრი რამ შეიცვალა. ერთად იზრდებით… ნელ-ნელა შემოდის პრობლემები, ბავშვები გიჩნდება, რაღაცების გადაფასება ხდება, ანუ საითკენ მიდიხარ. პირველი პერიოდი არის ემოციების და შემდეგ ხვდები რის წინაშე დგახარ… ის სად მიდის და შენ სად მიდიხარ.


ამ დროს კი შეიძლება ვერ შეთანხმდეს ადამიანი. ირჩევ პროფეს იას და ოჯახთან ერთად აგრძელებ ამ მიმართულებით განვითარებას, თუ არ გამოდის ეს ყველაფერი. ძალიან მტკივნეულია ეს… დედობა არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და მონაპოვარი, მინდა ჩემი გოგოებისთვის ვიყო მაგალითი", - განაცხადა თაკო ტაბატაძემ "ნანუკა ჟორჟოლიანის" შოუში სტუმრობისას.








0
511
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
511