x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გარდა იმისა, რომ სინდისი არ აქვს, არც ტვინი აქვს თავში" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია "იმედის" ტელესახის, მარიკა ბაკურაძის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "რეგვენს" უწოდებს:


"ყველაფერთან ერთად - ჩლუნგია.


საბიუჯეტო ორგანიზაციიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო გათავისუფლება და კერძო კომპანიიდან გაშვება რუსული პროპაგანდის მანქანაში მუშაობის გამო, ერთი და იგივე ჰგონია.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ვერც კი აცნობიერებს სად მუშაობს!


მეგობრებო - მათ შორის იმედიდან - მე ვარ მომხრე, რომ ყველას, აბსოლუტურად ყველას მიეცეს შანსი რომ სწორ მხარეს დადგეს (არა მაინც და მაინც ჩემთან - არამედ რეჟიმის წინააღმდეგ).


მე ვიქნები პირველი, ვინც რევანშის წინააღმდეგ წავა ცვლილებების შემდეგ - არა თქვენ გამო, არამედ ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გამო (და წესით უნდა დამიჯეროთ, რომ მართლა ასე ვიზამ).


მე ვიცნობ არაერთს, ვინც იმედში

მუშაობს და ძალიან წუხს იმედის სარედაქციო პოლიტიკის გამო - უბრალოდ გარემოებები აიძულებს.

მაგრამ ვინც რეალურად წუხს და აცნობიერებს რომ რუსული პროპაგდანდის მანქანაში მუშაობს და ქართულ დემოკრატიას და ევროპულ მომავალს ძირს უთხრის, ამავდროულად იმასაც კარგად მიხვდება, რატომ შეიძლება სხვა კომპანიებს მათთან თანამშრომლობა აღარ მოუნდეთ.


ეს რეგვენი ქალი, როგორც ჩანს ვერც კი ხვდება რომ რუსული, მტრული პროპაგანდის მანქანის ჭანჭიკია და ამიტომ ავლებს ამ უაზრო პარალელებს.


გარდა იმისა, რომ სინდისი არ აქვს, არც ტვინი აქვს თავში.- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


image


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე გამომცემლობა "ინტელექტიდან" და "არტანუჯიდან" 15 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ გაათავისუფლეს.









0
580
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
580