x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოციალურ ქსელებში ჯგუფებია შექმნილი ყოველივე მეგრულის წინააღმდეგ, რაც რუსულ ინტერესებს ემსახურება
image
სოციალურ ქსელებში უამრავი ჯგუფია შექმნილი რომლებიც ორიენტირებულია სამეგრელოს რეგიონის ლანძღვაზე და მეგრელების სეპარატისტებად ხსენებაში.
ამ ჯგუფების წევრები, რომელთა უმეტესობა ნამდვილი სახელით და გვარის ნაცვლად ცნობილი სპორცმენების, მეცნიერების, რომანების გმირების სახელებითაა, წინადადებას იწყებენ "ვაი" ქართველი მეცნიერად წოდებული ნაძირლების "ნაბჟუტურევით" თითქოს მეგრულ-ლაზური და სვანური ენები ენები კი არა დიალექტია.


არა და ივანე ჯავახიშვილით დაწყებული და ქალბატონი მზექალა შანიძით დამთავრებული მტკიცედ ამბობდნენ და ამბობენ, რომ მეგრულ-ლაზური და სვანური სრულფასოვანი ენებია და არა დიალექტები.

მეგრელები რომ ქართველებია ამის მტკიცებას არც მკითხველს ვკადრებ და არც საკუთარ თავს, რადგან მცირეა თუ დიდი საკუთარი სისხლი ბევრჯერ გამიღია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.


საქართველოს მთელი მისი ისტორიის მანძილზე სამეგრელოდან არასდროს დამუქრებია დაშლა-დაქუცმაცების საფრთხე, მეტიც-დიდმა ილიამ ბრძანა სამეგრელოზე: "სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა...მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც".

მაშ რას ემსახურება სამეგრელოსათვის სათუთი ენის დიალექტად ხსენება, ხოლო მეგრელებისა კი სეპარატისტებად? ენა ცოცხალი ორგანიზმია, თუ ის გამოყენებაში არაა ის კვდება, კვდება მეგრულ-ლაზური ენაც, რადგან იმის შიშით, არიქა სეპარატისტობა არ დამაბრალონო ახალგაზრდა წყვილი შვილებს საზოგადოებაშიც და სახლშიც კი ქართულს ასწავლის და მეგრულს არა.


სამეგრელოს ავტონომიის და მით უფრო დამოუკიდებლობის მოთხოვნის ჭკუასუსტ ავტორებს ჩვენვე მოვთხოვთ პასუხს და სამართლებრივ სახეს მივცემთ, მაგრამ თქვენ-ჩემო თანამოძმე ქართველებო ნუ იქნებით რუსული იმპერიის ნასხლეტი რუსეთის ინტერესების გამტარებლები საქართველოში სამეგრელოსადმი და მეგრელებისადმი ასეთი დამოკიდებულებით (ეხება ქართველების იმ ნაწილს, ვინც მეგრელებს სეპარატისტებად ვახსენებს).
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაწყებით კლასებში მეგრულ-ლაზური და სვანური ენების სწავლება არ და ვერ შეუქმნის საფრთხეს საქართველოს ერთიანობას, რადგან მეგრელებსაც და სვანებსაც სხვა კუთხეებზე ნაკლებად არ გვიყვარს ჩვენთვის მშობლიური საქართველო და ქართული ენა.

აფხაზ-აფსუებს ხელოვნურად შეუქმნეს დამწერლობა, რამაც დღევანდელ დღემდე მიგვიყვანა, აფხაზეთი დე ფაქტო დამოუკიდებელია რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირების და ქართული (არა მარტო ქართული) მოსახლეობის დევნილად ქცევის შემდეგ.

მეფის რუსეთმა იგივე მცდელობა განახორციელა სამეგრელოში და გამოუშვა "მეგრული ანბანი", რომლითაც უნდა ესწავლათ მეგრელებს, რასაც მათში რუსეთის იმპერიის ჩაგონებით თვითგამორკვევის სურვილი ანუ გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ საქართველოსგან გამოყოფის სურვილი უნდა გაეღვივებინა.
მეგრელებმა რუსეთის იმპერიის ამ მზაკვრულ გეგმას მარტივად უპასუხს, "მეგრული ანბანი", სადაც კი ჩაუვარდათ ხელში, იქვე დაწვეს საჯაროდ, რათა ვინმე სულგაყიდულს მისით მანიპულირება არ დაეწყო.



რამდენიმე სასულიერო პირმა სცადა მეგრულ ენაზე დაეწყო ღვთისმსახურება, რასაც სამეგრელოში მღელვარება და ამ სასულიერო პირების სამეგრელოდან გაძევება მოჰყვა.

ბელგია უძველესი ქვეყანაა, სადაც 3 ოფიციალური ენაა და რამდენიმე მოქმედი ენა და დიალექტი, მაგრამ ამას არანაირი სეპარატისტული გამოხდომები არ მოჰყოლია.


სამეგრელო-ზემო სვანეთში არავინ ითხოვს მეგრულ-ლაზური და სვანური ენების სახელმწიფო ენებად აღიარებას, საუბარია ამ ენების რეგიონალურ სტატუსზე რასაც გაეროს "ენების დაცვის ქარტია" მოითხოვს.


რომელ სეპარატიზმზეა საუბარი, როცა სამოქალაქო ომით გატანჯულმა სამეგრელომ რუსეთის ემისრებს 1993 წელს მოკლედ და კატეგორიულად სტკიცა ცივი უარი, სამეგრელოს გამოეთქვა სურვილი საქართველოდან გამოყოფაზე, შემდეგ კი ამაში სამეგრელოს რუსეთი დაეხმარებოდა ცეცხლით და მახვილით, როგორც ეს მოხდა აფხაზეთში.

ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, მით უფრო მაშინ როცა შავი კატა იქ საერთოდ არაა.

"მეგრული ანბანი", რომელიც რუსეთის იმპერიამ შექმნა სამეგრელოსათვის წიგნის სახით ასე გამოიყურებოდა.


არა მგონია სამეგრელოში ვინმეს ოჯახში იდოს ეს "პანდორას ყუთი", რადგან წიგნის შემომტანსაც და გამავრცელებლებსაც თავის დროზე სამეგრელომ საკადრისი პასუხი გასცა.

image

0
53
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
53