x
image
თაზუ
ხაშურში მხუთავი აირი გაუშვეს!

imageხაშურში, მესამე საარჩევნო უბანზე სპეცრაზმმა მხუთავი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო ყუთი სპეცრაზმმა გაიტაცა. მოსახლეობა აცხადებს, რომ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გაისროლა. მას შემდეგ რაც სპეცრაზმელებმა შენობა დატოვეს, მოსახლეობა სკანდირებდა "ფაშისტებო!". იქვე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც. აღსანიშნავია, რომ ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანზეც იყო სპეცრაზმი მობილიზბეული. ხაშურში დაძაბული ვითარება მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

0
109
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თაზუ
თაზუ
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0