x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბედნიერებით სავსე ვარ რომ ჩემს გვერდითაა"- რა ფოტოს ავრცელებს იუნა შაფათავა

image


ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა იუბილარია. მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს წლევანდელი დაბადების დღის სურვილს უზიარებს:


"აი ხომ არასოდეს, არასოდეს მდომებია და მითქვამს ეს ხმამაღლა-

მაგრამ

ეს არის ჩემი წლევანდელი 27 მარტის დაბადების დღის სურვილი:

‘ერთ დღეს შენ გაიღვიძებ დილის 11:30 -ზე შენი ცხოვრების სიყვარულთან ერთად, თქვენ მოიმზადებთ ყავას, ბლინჩიკებს და ყველაფერი კარგად იქნება’ ????

მე კიდევ ისე მკაფიოდ წარმოვიდგინე, როგორ ვადუღებ ჯეზბაში ყავას და ვამზადებ ჩემი ლავანდის ბლინჩიკებს, როგორ ანათებს ფანჯარაში დილის მზე, შაბათია და არსად გვეჩქარება, როგორ მიყურებს შეყვარებული თვალებით და რა ბედნიერებით სავსე ვარ მე, რომ

ჩემს გვერდითაა ????????

ჩემი ლავანდის ბლინჩიკები, ცაცხვის სოუსით, ყველას რომ

ასე მოსწონს და ვიცი კიდევაც, ვის მინდა მოვუმზადო- რეპეტიცია უკვე რამდენჯერ გავიარე და დავბრაკე ისინი, უბრალო გამვლელებად რომ იქცნენ…

მაგრამ თუ ეს ის არის, ღმერთო, ვინც მე ასე გულით მსურს, გამაბედნიერე, და თუ ეს ის არ არის, ვინც მე ასე მთელი

სულით მიყვარს, მაჩუქე მასზე უკეთესი, თუ მასზე უკეთესი შესაძლებელია და ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება დედამიწაზე ????????????????????

ამინ

ამინ

ამინ!

ეს ჩემს მეგობარს მოვპარე კედლიდან ????

My birthday wish:

‘One day you wake up at 11:30 am with the love of your life,

make coffee and pancakes and everything will be alright’ ????

Amen! ????????♈️????????????????????????????"- წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.


image









0
167
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
167