x
დისნეის ანიმაციური ფილმების კრებული

უოლტ დისნეის კომპანია — ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ამერიკულ გასართობ ინდუსტრიაში. იგი დაარსდა 1923 წლის 16 ოქტომბერს, ძმების, უოლტ და როი დისნეების მიერ. ამჟამად იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ჰოლივუდურ სტუდიას, 11 თემატური პარკისა და ორი აკვაპარკის, ასევე ტელე-რადიო მაუწყებლობის რამდენიმე ქსელის მფლობელს, რომელთა შორის ასევე არის კომპანია ეი ბი სი.

თავად კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს უოლტ დისნეის სტუდიაში (ბერბენკი, კალიფორნია, აშშ).

კომპანია ასევე შედის დოუ ჯონზის სამრეწველო ინდექსში. უოლტ დისნეის კომპანია
The Walt Disney Company
Logo WaltDisneyCo.svg
დაფუძნდა: 16 ოქტომბერი, 1923, უოლტ და როი დისნეის მიერ
(ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ)
მდებარეობა: ბერბენკი, კალიფორნია, აშშ
წამყვანი: რობერტ აიგერი
დარგი: ტელე-რადიო მაუწყებლობა, ანიმაცია, ფილმები, თემატური პარკები
ბრუნვა: 34.3 მილიარდი აშშ დოლარი
თანამშრომელი: 150, 000 (2008 წლის მონაცემებით)[1]
ვებ-გვერდი: disney.go.com უოლტერ ელიას დისნეი — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ანიმატორი და ფილანტროპი. "უოლტ დისნეი პროდაქშენზის" თანადამფუძნებელი (მის ძმა როისთან ერთად), დისნეი მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი კინოფილმების მწარმოებელი გახდა. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, ამჟამად The Walt Disney Company, ყოველწლიურად დაახ. $30 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.
უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ინოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. მიღებული აქვს 26 ოსკარი (მათ შორის ოთხი ერთ წელიწადში) და დამატებით 59 ნომინაცია, რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში. imageimageimage


მას ასევე მიღებული აქვს შვიდი ემის ჯილდო. დისნეის შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი, რომელსაც დისნეის ალტერ ეგოდ მიიჩნევენ. მისი სახელი ქვია დისნეილენდს და დისნიეუორლდის თემატურ პარკებს აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში.
დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1966 წლის 15 დეკემბერს ფლორიდაში მისი ოცნების პროექტის დისნეიუორლდის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:gagosha
gagosha
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0