x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დღეს ბიგ ბენის ზომის უზარმაზარი ასტეროიდი დედამიწას მთვარეზე უფრო ახლოს მოუახლოვდება
image
ასტეროიდი 2023 DZ2 დედამიწას უახლოვდება შაბათს, 25 მარტს საღამოს 28, 044 კმ/სთ სიჩქარით. ნასა ამტკიცებს, რომ ასეთი ზომის ობიექტი დედამიწასთან ასე ახლოს გადის "მხოლოდ ათწლეულში ერთხელ".




მასიური ასტეროიდი, რომელიც თითქმის ლონდონის საათის კოშკის ბიგ-ბენისა და ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკების ზომისაა, დედამიწას შაბათს მოუახლოდება 173, 000 კმ მანძილზე, ორჯერ უფრო ახლოს ვიდრე მთვარე,




"2023 DZ2" წოდებული კოსმოსური ასტეროიდი სავარაუდოდ 305 ფუტის (93 მ) დიამეტრის არის, ხოლო ბიგ ბენი 315 ფუტის (96 მ) სიმაღლეა. ის ასევე სამჯერ აღემატება ჩელიაბინსკის ასტეროიდს, რომლის დარტყმის ტალღამ შეჯახების შემდეგ ორჯერ შემოუარა დედამიწას.




ასტეროიდი მიმდინარე წლის 27 თებერვალს აღმოაჩინეს დედამიწასთან ახლოს ასტეროიდების კვლევის ევროპული პროექტის ფარგლებში მომუშავე მეცნიერებმა. ისინი ასტეროიდს კანარის კუნძულებზე ლა-პალმაში მდებარე როკე დე ლოს მუჩაჩოს ობსერვატორიიდან აკვირდებიან.





ნასას რისკის სიაში შეეჯახოს დედამიწას 2023 DZ2-ს ჰქონდა 430-დან ერთი შანსი 2026 წლის 27 მარტს, მაგრამ ეს შანსი მას შემდეგ ნულამდე შემცირდა.




მანამდე გავრცელდა რომ დედამიწასან განკითხვის დღის ასტეროიდს შეჯახების ალბათობა სამჯერ გაიზარდა. ნასა გვფრთხილებს, რომ ამ ზომის ასტეროიდმა შეიძლება „გააქროს დედამიწის ატმოსფეროს ნაწილი და აუცილებლად გამოიწვიოს მასობრივი გადაშენება.





0
66
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0