x
image
რომეო
ჰოროსკოპი: კირჩხიბი

image(22 ივნისი - 22 ივლისი) წყლის ნიშანი, მთვარეა მისი მფარველი პლანეტა. გულწრფელები და მეოცნებენი არიან. კირჩხიბი ყველაზე ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული ნიშანია ზოდიაქოს 12 ნიშანს შორის. მთვარე იმდენად ამძაფრებს კირჩხიბის განცდებს, რომ გარშემო მყოფთ იგი უცნაურ და თავისებურ ადამიანად მიაჩნიათ, კირჩხიბი თითქმის ყოველთვის მეტად ნაზი ნერვიული სისტემა და ფაქიზი ინტუიცია გააჩნია. გასაკვირი როდია, რომ მამაკაცები ხშირად ირჩევენ ექიმის ან ჰიპნოტიზიორის პროფესიას და წარმატებასაც აღწევენ.

როგორც წესი, კირჩხიბს ნაკლებად აღელვებს საზოგადოების ინტერესები. ხშირად ძნელია მათი ქცევის გამართლება, რაკიღა საერთოდ არ ცნობენ ლოგიკას. მეორე მხრივ - რასაც სხვა წვრილმანად მიიჩნევს და ყურადღებას არ აქცევს, იგი კირჩხიბისათვის ნამდვილ ტრაგედიად შეიძლება გადაიქცეს. ამიტომაც ამ ნიშნის მატარებლები ადვილად აღიზიანებენ გარშემომყოფთ და არც თუ იშვიათად მოსდით კომფლიქტები. მიუხედავად ამისა, ადვილად პოულობენ მფარველებს - ძლიერ ადამიანებს კირჩხიბის ბავშვური უმწეობა და რელური სამყაროსგან მოწყვეტა სიბრალულისა და დახმარების სურვილს უღვიძებს. ამავე დროს ამ ნიშნის მატარებლები ერთგული და სასიამოვნო მეგობრები არიან. თუმცა ინტუიცია და საკუთარი თავისადმი მოთხოვნილების გრძნობა არ აკლიათ, მომთმენიც არის, მაგრამ კარგი მუშაკი კირჩხიბისაგან იშვიათად დგება ხასიათის თავისებურებების გამო, ამ ნიშნის მატარებელი, როგორც წესი, საუკეთესო მუსიკოსები, მეცნიერები, მოაზროვნენი და მოსამსახურენი დგებიან.

სხვა ნიშნებთან დამოკიდებულება: განსაკუთრებით მისასალმებელია კირჩხიბის დაკავშირება კუროსთან, ღრიანკალთან, ქალწულთან და თევზებთან. არასასურველია სასწორთან და თხის რქასთან კავშირი. ვერძთან საერთოდ ვერ პოულობს მსოფლმხედველობის სხაობის გამო. მათ კავსირს დარღვევა ემუქრება, თუმცა ფიზიკური ლტოლვა ერთმანეთის მიმართ საკმაოდ დიდია. თუ ორივე მხარე მოახერხებს საკუთარ თავს კონტროლი გაუწიოს, შეიძლება განხეთქილების თავიდან აცილება. ტყუპებთან კირჩხიბს უფრო სულიერი სიახლოვე აერთიანებს. ლომი თავისი სიძლიერით იზიდავს, მათ შორის შესაძლებელია როგორც თანამშრომლობა და მეგობრობა, ისე სასიყვარულო კავშირიც. თხის რქაც იზიდავს კირჩხიბს, მაგრამ ისინი მეტისმეტად განსხვავდებიან. ღრიანკალსა და კირჩხიბს შორის დიდია ფიზიკური ლტოლვა. კუროს მეტისმეტად უყვარს თავისუფლება, რაც კირჩხიბს ანერვიულებს და აღიზიანებს. მერწყულთან მეგობრობა და პატივისცემა აკავშირებს. კირჩხიბს თამამად შეუძლია დაუკავშირდეს თევზებს როგორც სასიყვარულო, ისე მეგობრული კავშირით...

2
7059
4-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
7059
  
2013, 9 მაისი, 0:18
კიი ყველაფერი თითკმის დაემტხვა
2012, 13 ოქტომბერი, 0:08
ვაა რამდენი რაღაც დაემთხვააა
0 1 2