x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეკატერინე ჭავჭავაძე, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის მეუღლე, ხალხზე მზრუნველი დედოფალი თუ ტირანი?
image
სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის მეუღლეზე ეკატერინე ჭავჭავაძეზე უამრავი ტყუილ-მართალი დაწერილა და ალბათ კიდევ დაიწერება.


თუ ერთნი მის მიმართ ქებას არ იშურებენ, მეორენი მას ახასიათებენ, როგორც ტირან მმართველს, ვისმა მოქმედებამაც საფუძველი მისცა რუსებს ოდიშის სამეგრელოში შსულიყვნენ და ოდიშის სამთავრო, როგორც დამოუკიდებელი მმართველობის ერთეული გაექუმებინათ და საქართველოს სხვა სამეფო-სამთავრობოებივით გუბერნია-მაზრებად დაეყოთ.



ეკატერინე ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიისათვის თავგადადებული ფეოდალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა 1815 წელს. მამას შვილს სახელი რუსეთის იმპერატრიცას საპატივცემლოდ დაარქვა. ეკატერინემ ოჯახის მდგომარეობის წყალობით, იმ დროისათვის კარგი განათლებაც მიიღო, დასთან ერთად დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის გამორჩეული პანსიონი, სადაც გაიცნო ოდიშის სამთავროს ტახტის მემკვიდრე.


მომავალ დედოფალს, როგორც ჩანს მედიდურობა და ფიცხი ხასიათი არც დედოფლობამდე აკლდა, რადგან გუბერნატორი მურავიოვი მასზე წერდა:




"არისტოკრატული მისწრაფება ეკატერინეს ბავშვობიდანვე ეტყობოდა. იგი ლამაზ გოგონად ითვლებოდა, მაგრამ მის ბუნებაში ფიცხი ხასიათი მუდამ სჭარბობდა. იგი ყოველთვის დახვეწილი და უკარება გახლდათ; იშვიათად იცინოდა. სიფიცხის გამო "პრინცესას"ვეძახდი და ვუწინასწარმეტყველე, რომ სადედოფლო ტახტზე ავიდოდა, რაც ნამდვილად აუხდა".



ეკატერინე ოდიშის სამთავროს მთავრის მემკვირეს 1839 წელს მისთხოვდა. 1940 წელს ოდიშის მთავრის, ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ მთავრის ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე დავითი, რომელმაც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაშენებას მიჰყო ხელი, ამასთან ერთად ლევან || დადიანის მსგავსად ხელი შეუწყო ებრაელი ვაჭრების ხელშეჭყობას, რაც სამთავროს ეკონომიკას ეხმარებოდა განვითარებაში.


გარდა ამისა მთავრის ინიციატივით არქეოლოგიური გათხრები დაიწყო ნოქალაქევში.


იმ დროისათვის დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, მათ შორის კოლხეთის დიდი დაბლობი ჭაობიანი იყო და მალარია მძვინვარებდა. სწორედ მალარიამ შეიწირა სამეგრელოს მთავრის სიცოცხლე, მანამდე წყვილს სამი მირეწლოვანი შვილი დაეღუპა, რამაც გავლენა მოახდინა ეკატერინეს ისედაც ფიცხ და მძიმე ხასიათზე.


წყვილს შეეძინა ოთხი შვილი, ტახტის მემკვიდრე ნიკო, ანდრია, სალომე და თამარი.

მთავრის დაწყებული საქმეების გაგრძელება დედოფალმა ითავა, მაგრამ რეგიონში მალე ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა, ოდიშის სამთავროში უზარმაზარი ჯარით შემოიჭრა ომარ ფაშა, რომელმაც დაცარიელებული სამთავრო სასახლის დანახვაზე ქვეშევრდომებს სასახლე გადააწვევინა, რუხის ციხეში გარნიზონი ჩააყენა და ჭაქვინჯის ჯიხასაც ალყა შემოარტყა, მაგრამ ციხე ვერ აიღო და უკან დაიხია.


ეკატერინემ თავისი ოჯახის გავლენა და ცნობადობა გამოიყენა და რუსეთის იმპერატორს დახმარება სთხოვა. იმ დროისათვის რუსეთი ორ ფტონტზე იბრძოდა და ოდიშის სამთავროსათვის არ ეცალა, თუმცა ოდიშის სამთავროს რუსეთის დახმარების გარეშეც არ უცდია დანებება. ყოფილი ყმის, მჭედელ უტუ მიქავას მიერ შექმნილმა პარტიზანულმა რაზმებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ომარ ფაშას ჯარებს.


ამასობაში რუსეთმა ყარსი აიღო და ჯარის გამონთავისუფლებული ნაწილები დედოფალს მიაშველა, საბოლოოდ ომარ ფაშას მოუწია რუხის ციხესთან დამარცხების შემდეგ ოდიშის სამთავრო დაეტოვებინა.


ფოთში ოსმალთა გარნიზონის ნაცვლად რუსული გარნიზონი ჩადგა, ეკატერინემ გადამწვარი სასახლის და ინფრასტრუქტურის აღდგენას მიჰყო ხელი, მაგრამ ამას ისე ხისტად აკეთებდა მისი ქმრის მეგობრის, სამთავროს საქმეთა მწარმოებლის პლატონ იოსელიანის რჩევის მიუხედავად, რომ სამთავროში მძლავრმა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებას რამდენიმე თავადი და ოსმალეთთან ომის გმირი უტუ მიქავა ჩაუდგნენ სათავეში. დედოფალი იძულებული გახდა სამთავროდან გაქცეულიყო და დასახმარებლად რუსეთისთვის მიემართა, ეს იდეა თავად რუსეთის იმპერიისთვისაც მისაღბი იყო, რადგან ოდიშის სამთავრო იყო ერთადერთი სამთავრო, სადაც რუსული მმართველობა ჯერ არ იყო ფეხმოკიდებული.


რუსული ჯარების დახმარებით ეკატერინემ ტახტი დაიბრუნა, მაგრამ ფიქტიურ მმართველად იქცა, რადგან ნიკო დადიანის არასრულწლოვნების გამო სამთავროს მმართველობა რუსებმა გადაიბარეს.

მოგვიანებით კი ოდიშის სამთავრომ, როგორც დამოუკიდებელმა ორგანომ არსებობა შეწყვიტა და ის რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა.

სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიის სამსახურში მყოფმა ქართველმა დიდგვაროვნებმა, ძალიან ცუდი როლი ითამაშეს საქართველოს მომავლის საქმეში, გარდა ამისა ამბოხებული ჩრდილოეთ კავკასიელების წინააღმდეგ ბრძოლებში სახელის მოსახვეჭად და რუსეთის იმპერიისათვის ერთგულების დასამტკიცებლად წასულმა ქართველმა დიდგვაროვნებმა განსაკუთღებით "გამოიჩინეს" თავი, განსაკუთრებით კი იმამ შამილის წინააღმდეგ ბრძოლებში.

0
150
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150