x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იმის ნაცვლად პასუხი მოსთხოვოთ რომ თავზე გიშვებათ მთელ ერს, გეცინებათ, ყოჩაღ!" - რამ აღაშფოთა მაკა რაზმაძე

image
ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე ბიზნესმენ ფადი ასლის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქფრენდებს მის "უკბილო და გოიმურ შეურაცხმყოფელ ხუმრობებზე" სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს:


"ამდენი ხალხი კითხულობთ ამ უზრდელი კაცის სამარცხვინო სტატუსს და იღრიჭებით. ეტყობა ვისაც მოგწონთ და ულაიქებთ მართლა მასე გრძნობთ თავს. თქვენს სამშობლოს და ხალხს რომ შეურაცხყოფას აყენებს და თან აქ ცხოვრობს წლებია ეს ვითომ არაფერი…


იმის ნაცვლად ყველამ პასუხი მოსთხოვოთ რომ თავზე გიშვებათ მთელ ერს, უკბილო და გოიმურ შეურაცხმყოფელ ხუმრობებზე გეცინებათ და მერე აქ მაღალ მატერიებზე ამუნათებთ სხვებს!


მე წამშალა ჩემი კომენტარის გამო და ამდენი საერთოდ ფრენდი იცინით და გიხარიათ საკუთარი ხალხის ასე თრევა, ყოჩაღ!"- წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ლიბანელმა ბიზნესმენმა ფადი ასლიმ მომღერალ პაატა თედიაშვილის მიერ 500–600 პარტნიორის ყოლასთან დაკავშირებით დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა, რითიც საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა, თუმცა იყვნენ ისეთებიც ვინც აღნიშნული პოსტი შეურაცხმყოფელად მიიღო. გთავაზობთ ფადი ასლის იმ პოსტს, რომელსაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა:


"თედიაშვილი ტრაბახობს, რომ 600 სექსუალური პარტნიორი ჰყავდა! ივანიშვილმა 3, 7 მილიონი ქართველი იხმარა და ეს არც კი უხსენებია!"- დაწერა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ პირად გვერდზე.




0
565
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
565