x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბარემ ხომ არ შევა@ვათ ღირსების პონტში?" - ვისზე საუბრობს დავით ლიკლიკაძე

image


ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სომხეთის პრემიერ - მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ სომხური წარმოშობის რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ინიციტივით გამოდის მსგავსი აკრძალვა ასევე პუტინის მეხოტბე, თიკა კანდელაკის წინააღმდეგაც ამოქმედდეს:


"მარგარიტ სიმონიანმა იმდენი ქნა საკუთარ სამშობლოში აუკრძალეს შესვლა. სომხეთის მთავრობამ ის ოფიციალურად გამოაცხადა პერსონა ნონგრატად.


დაახლოებით ეს იგივეა ჩვენ რომ თინა კანდელაკი ავკრძალოთ. მაინც არაფრად უღირს საქართველო და ბარემ ხომ არ შევა@ვათ ღირსების პონტში?"- წერს დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ - მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხური წარმოშობის რუს პროპაგანდისტებს, "Russia Today"-ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და "Ньюс Медиа" ჰოლდინგის დამფუძნებელს, არამ გაბრელიანოვს სომხეთში შესვლა ეკრძალებათ.


"სომხეთი არის სუვერენული სახელმწიფო და გააჩნია უფლება, ელოდოს პატივისცემას საკუთარ თავთან მიმართებაში. ასევე, სომხეთს აქვს უფლება გამოიყენოს სუვერენული მექანიზმები იმ შემთხვევაში, თუ მისი ინტერესების წინააღმდეგ არიან". – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


კრემლის პროპაგანდისტი სომხეთის პრემიერ - მინისტრის განცხადებას მალევე გამოეხმაურა და მას "გადაჯიშებული", საკუთარ თავს კი "სუფთა სისხლის სომეხი" უწოდა. პროპაგანდისტული რუსული ტელეარხის "რაშა თუდეის" ხელმძღვანელის თქმით, მისი პრემიერ - მინისტრობის დროს ის სომხეთში ჩასვლას ისედაც არ აპირებდა.







0
164
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
164