x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოცურავე იულია ეფიმოვა, წარმატებული სპორცმენის და სილამაზის ჰარმონია ერთ ადამიანში

image
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ვთვლი ჩემი ქვეყნის მტრად და ოკუპანტად, ხშირად ვდებ მასალას წარმატებულ რუს სპორცმენებზე. ქართველებზე საუბარიც კი ზედმეტია, იმდენი სტატია მაქვს წარმატებულ ქართველ სპორცმენებზე დადებული.

წარმატებული ადამიანის წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს ამის გასაცნობად ვდებ ამ სტატიას და არა იმისათვის რომ რუს მოცურავეს გავუკეთო ქართულ პორტალზე რეკლამა.
ეს ისე, განმარტების სახით-მკითხველებში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ.

იულია ეფიმოვა-ერთერთი ყველაზე ცნობილი რუსი მოცურავეა, მის ანგარიშზეა 6 ოქროს, 7 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. არა თუ რუსეთის, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა ეფიმოვას დონის ქალი მოცურავე,

იულია ეფიმოვა დაიბადა 1992 წლის 3 აპრილს, ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში. 1994 წელს ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა დონის როსტოვის ოლქის ქალაქ ვოლგოდონსკში, სადაც დაიწყო ცურვის სექციაზე სიარული. 2005 წელს იულია გადავიდა დონის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში, რომელიც აზოვის ზღვასთან მდებარეობს.
ეფიმოვა ტაგანროგში ცნობილ მწვრთვნელთან-ირინა ვიატჩანინოვთან მოხვდა, შემდეგ ვარჯიშობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დევიდ სალოსთან.

იულიას წარმატებების სია, საკმაოდ შთამბეჭდავია, ოლიმპიადის სამგზის პრიზიორი, მსოფლიოს ექსვგზის ჩემპიონი და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გახლავთ ცურვაში.

imageimageimageimage
ეფიმოვა საზოგადოებაში ძალიან პოპყლარულია, რადგან წარმატებებს მისთვის "ცხვირის აბზუება" არ უსწავლებია, უბრალოა და ძალიან კონტაქტური საზოგადოებაში.
ძალიან ბევრს ეხმარება, როგორც სპორტული ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
იულიას გარეგნობით სხვა ალბათ ცურვას მოდელობას არჩევდა, მაგრამ ამ გოგომ მუყაითობის, დაუღალავი შრომის და მონდომების წყალობით საოცარ წარმატებებს მიაღწია.
ამით მან საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ლამაზი ქალი არ უნდა ასოცირდეს სიზარმაცესთან და უზრუნველ ცხოვრებას დახარბებულ ადამიანთან.

იულია ეფიმოვას გარეგნობა რომ მართლაც რომ შესაშურია, რასაც ეს ფოტოკოლაჟიც ადასტურებს.

imageimageimageimageimageimageimageimageimage
იულია ეფიმოვა უკანა ხედით (ვიდეო).






+14







0
96
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
96