x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ესტონეთის ჭაობებში ესტონელებმა იპოვეს საბჭოთა ტანკი გერმანული ნაცისტური ჯვრით
image
Т-34-ი, საბჭოთა წარმოების ტანკი საბჭოთა და უცხოელი ექსპერტების შეფასებით მეორე მსოფლიო ომის დროს ითვლებოდა საუკეთესო ტანკად მსოფლიოში მანამდე, სანამ გერმანელებმა ბრძოლის ველზე არ გამოიყვანეს მძიმე ტანკები "ვეფხვი" და "პანთერა" არ გამოიყვანეს. Т-34-ის 76 მილიმეტრიანი ქვემეხის ჭურვის სიმძლავრე უკვე საკმარისი არ იყო აღნიშნული გერმანული ტანკების ჯავშნის გასარღვევად და სწორედ აქედან შეიქმნა საბჭოთა ტანკის ახალი მოდიფიკაცია Т-34-85.

გერმანელები ხელში ჩავარდნილ საბჭოთა ტანკებს გერმანულ ნაცისტურ ჯვარს ახატავდნენ და გერმანულ სატანკო დანაყოფებში იყენებდნენ წარმატებით საბჭოელების წინააღმდეგ.


გერმანელები მაღალ შეფასებას აძლევდნენ საბჭოთა ტანკის შესაძლებლობებს და ამის დასტურია ესტონეთში ჭაობში პატარა ბიჭის მიერ ნაპოვნი საბჭოთა ტანკი, ნაცისტური ჯვრით.

კურტანსის ტბების რაიონში დასახლებულ პუნქტ იიხვში 2000 წელს პატარა ბიჭმა იპოვა ჭაობიან ტბაში ტანკი სრულიად შემთხვევით.


ბიჭიმა რომელიც სათევზაოდ მიდიოდა დაინახა ჭაობის თავზე გამჭვირვალე წყალში მზის უცნაური ანარეკლი, რითაც დაასკვნა რომ ჭაობიან ტბაში სავარაუდოდ მანქანა იყო ჩაძირული, რომელიც მზის სხივს ირეკლავდა. ბიჭმა დასახმარებლად ადგილობრივებს მიმართა, თავის მხრივ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამაშველო სამსახური გამოიძახა.


სათანადო აპარატურის გამოყენებით დადგინდა რომ ჭაობიან ტბაში მძიმე საბრძოლო ტექნიკა იყო ჩაძირული.

გამოიძხეს სათანადო ტექნიკა, ტბაში ჩავიდნენ სპეციალური აკვალანგებით აღჭურვილი მყვინთავები და 7 მეტრის სიღრმიდან 8 საათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს ტანკი ბულდოზერის "Komatsu D375A-2"-ს დახმარებით.



ტანკი აღმოჩნდა Т-34-76, რომელსაც წინა მხარეს დახატული ჰქონდა გერმანული ნაცისტური ჯვარი.


ტანკი სახანძრო მანქანების დახმარებით გარეცხეს, ტანკში ჩასულმა სპეციალისტებმა კი ასამდე ძალიან კარგად შენახული ჭურვი აღმოაჩინეს.


ტანკი კარგად შეინახა ტორფის ფენამ რომელიც ფარავდა ტანკის დიდ ნაწილს, წყალში ჟანგბადის არარსებობამ ტანკის დაჟანგვის პროცესი პრაქტიკულად გამორიცხა და როცა ტანკი სპეციალური საშუალებებით გააშრეს, ძრავი გაწმინდეს და ახალი აკუმულატორები ჩადგეს, დიზელის ძრავი მალევე დაიქოქა.


ტანკი სადღეისოდ მუზეუმშია განთავსებული.


როგორც ჩანს გერმანელებმა ტანკი ალაფის სახით ჩაიგდეს ხელში ხოლო როცა ესტონეთიდან სწრაფად გასვლამ მოუწიათ საბჭოთა ტანკი ჭაობიან ტბაში ჩაძირეს.

ასე მიმდინარეობდა ტანკის ამოყვანის პროცესი.
image



0
361
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
361