x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჰოდა მივარდნენ მარკეტში “პრე@ერვატივი გვინდა ვიყიდოთ მამა გადავაჩვიოთო”'- რას წერს თამარ ივერი

image


ტელეარხებზე პრეზერვატივების რეკლამებით აღშფოთებული საოპერო მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და "უხამსი" რეკლამების 22:00 საათის შემდეგ გაშვებას ითხოვს. თამარ ივერის თქმით, ამ რეკლამებს ბავშვებიც უყურებენ და მათ ასეთი უმსგავსობა ეკრანზე არ უნდა ნახონ:


"დავიღალეთ ამ პრეზერვატივების რეკლამებით ტელეარხებზე. ბავშვებიც უყურებენ ცისფერ ეკრანს!! გადამეკიდა ჩემი 8 წლის ტყუპი ბიჭი და გოგო, გინდა თუ არა რა არის ეს პრეზერვატივი… არ გვეუბნევიო???? ვიფიქრე, ვიფიქრე რა მოვიგონო და ბოლოს ვეუბნები: ეს კაცების კამფეტია, სიგარეტს რომ გადაეჩვიონ მეთქი ????????‍♀️ ჰოდა 5ლარამდე ხურდები ჰქონდათ შეგროვილი და მივარდნენ მარკეტში გამყიდველს და ეუბნებიან: “პრეზერვატივი გვინდა ვიყიდოთ, მამა ბევრს ეწევა და უნდა გადავაჩვიოთო” ????????‍♀️????დაიხოცა ყველა სიცილით. სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი.


შეწყვიტეთ ეს უხამსი რეკლამები. როგორღაც, თქვენი რეკლამების გარეშეც მშვენივრად იციან როგორ იხმარონ კაცებმა ეს პროდუქტი და ქალებმა საფენები. ასევე, ძალიან შეურაცხმყოფელია ქალისთვის იმის მოსმენა, როცა საფენების რეკლამაში ქალი ამბობს “ეს საფენი უსიამოვნო სუნს მისპობსო”. პიარ მარკეტინგისთვის ყველაფერს ნუ კადრულობთ!! ვიმეორებ, ბავშვებიც უყურებენ ამ რეკლამებს. ან ღამის 22.00 ის მერე გაუშვით, როცა მათ სძინავთ!"- წერს საოპერო მომღერალი, თამარ ივერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.









0
484
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
484