x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სად უნდა გამოყო თავი? რად გიღირს თანამდებობა შე მათხოვარო!"- ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ქვეყნის პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართავს:


"ღარიბაშვილს მისხალი თავმოყვარეობა რომ ქონდეს, ევროპარლამენტის დღევანდელი დებატების შემდეგ სასწრაფოდ წავიდოდა თანამდებობიდან. როცა ამდენი ევროპარლამენტი ღიად ამბობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირს, მაგრამ მისი მთავრობა პრორუსულია და ყველაფერს აკეთებს ევროკავშირისგან ქვეყნის დასაშორებლად, როცა პრაქტიკულად ყველა ევროპარლამენტარი ამას ამბობს, ყველა! როგორ უნდა დარჩეს თანამდებობაზე ადამიანი. სად უნდა გამოყო თავი საერთოდ? რად გიღირს თანამდებობა შე მათხოვარო მოღალატე!"- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 მარტს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებები გააკეთეს და 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზეც ისაუბრეს, ასევე განცხადებები გაკეთდა რუსულ კანონთან დაკავშირებითაც და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერა არაერთმა ევროპარლამენტარმა გამოუცხადა. ისაუბრეს "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ექს- პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც. უცვლელად გთავაზობთ ევროპარლამეტარების მიერ გუშინ, საქართველოს თემაზე გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას:


ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, საქართველოს მთავრობა მზად არის საკუთარი ხალხის ნებას საბოტაჟი მოუწყოს:


"შეუძლებელია, ხალხის ევროპული მისწრაფება დათრგუნო წყლის ჭავლით, ძალადობა არის ფუჭი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის. საქართველოს კანონმდებლობა არის წმინდა და ადამიანები უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველო იქცეს ევროკავშირის ნაწილად, მაგრამ როგორც ნახეთ, მთავრობამ დააყენა ერთი ოლიგარქი და კრემლი ხალხის ნებაზე წინ, თუმცა, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გაიტანა საკუთარი პროტესტი და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობა არ იმსახურებს ამას".- განაცხადა ევროპარლამენტარმა საქართველოს თემაზე გამართული დებატებისას.


მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, აქვს შთაბეჭდილება, რომ რაც არ უნდა გააკეთონ პრემიერმინისტრი ან მთავრობის სხვა წარმომადგენლები პერსონალურად ესხმიან მათ თავს და სხვადასხვა აქტივობაში ადანაშაულებენ:


"მინდა მთავრობას შევახსენო ერთი რამ — ჩვენ არ ვართ აქ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, თქვენ თქვენი ნებით მოაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თქვენ გსურთ სტატუსი მიიღოთ, აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დაგვიახლოვდეთ, მაგრამ ყოველი ნაბიჯის შემდგომ, დგამთ რამდენიმე ნაბიჯს უკან. მოდი აირჩიეთ, ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ ჩვენს გვერდით".

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საქართველოში არაერთი პრობლემა არსებობს, რომელთა შორისაც ევროპარლამენტარმა ბიძინა ივანიშვილიც დაასახელა:


"ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი ევროპული მისწრაფება, ეს არ არის ნამდვილად მთავრობის მხრიდან წამოსული უკანასკნელი პროვოკაცია. ღარიბაშვილმა გუშინ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, განცხადება: "ევროკავშირმა უმჯობესია მიხედოს საკუთარ თავს და ევროკავშირი ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში", რაც არის პროპაგანდა, ეს არის არასწორი პროპაგანდა და მიუხედავად ამგვარი პროპაგანდისა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის გვერდით დგომა"- განაცხადა კუბილიუსმა.







0
698
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
698