x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"9–ში დილით 6 საათზე რომ დაგირეკეს რა გითხრეს? ასეთი ფაქტები არ იმალება"- რა ზარზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი ღარიაშვილის "იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას 9-ში დილით მიღებულ იმ ზარს ახსენებს, რომლის შემდეგაც პერსონალური სანქციების დაწესების შიშით მან საკუთარ გუნდთან ერთად ახალგაზრდების სისხლისღვრა გადაიფიქრა:


"იკუ, ჩვენო გულადო, ის რატომ არ მოყევი 9–ში დილით 6 საათზე რომ დაგირეკეს რა გითხრეს? ეგრევე რატომ ჩაიფსი? იქნებ ცოტა მეტად დაგეცვა “სუვერენიტეტი“? ააა, რაღაც ჯადოსნური სიტყვები გითხრეს ხო? პირადად შენი, ბ–ნი ბიძინას და იმ 78 მოღალატის პირად კეთილდღეობას რომ ეხებოდა და არ ითქმის ხო? ცოტა ტონს დაუწიე და იცოდე, ასეთი ფაქტები საბოლოოდ არ იმალება.


ადრე თუ გვიან გასაჯაროვდება ამ ზარის შინაარსი და შენს შვილებს მაინც ეცოდინებათ, რომ მამამისი და მისი ბანდა მზად იყვნენ ქართველი ახაგაზრდების სისხლი დაეღვარათ, უბრალოდ პირადი სანქციების შეეშინდათ, რომლითაც დასავლეთი დაემუქრა. წირპლიანო მოღალატე შენ!"- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.






0
671
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
671