x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ჩამოუვარდათ შემთხვევით ამერიკელებს ატომური ბომბი
image

ზუსტად 65 წლის წინ, 1958 წლის 11 მარტს, 16:34 საათზე, ამერიკული Boeing B-47E-LM Stratojet-ის რეაქტიული ბომბდამშენი 375-ე ესკადრილიიდან, რომელიც მდებარეობდა სავანას მახლობლად, აფრინდა ჰანტერის ავიაბაზიდან და გაემართა ლესტირშირში "ბრანტირგორფის "ავიაბაზისკენ.



თვითმფრინავის ბორტზე იყო 30 კილოტონიანი ატომური ბომბი Mk.6, ყოველი შემთხვევისთვის საბჭოთა კავშირთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე. ფრენის დროს, შტურმანი ბრიუს კულკა, მეთაურის თხოვნით, გაემართა ბომბის საცავში, რათა შეემოწმებინა ბომბის უსაფრთხოება, რადგან კაბინაში გამაფრთხილებელი სიგნალი აინთო, რაც ბომბის ფიქსატორის მექანიზმის გაუმართაობაზე მიუთითებდა.

ფიქსატორის წარუმატებელი ძიების შემდეგ, შტურმანი აძვრა ბომბზე რათა უკეთ დაეთვალიერებინა, რა დროსაც გამშვები მექანიზმი შემთხვევით გაააქტიურა . სამტონიანმა ბომბმა გაარღვია თვითმფრინავის ლუქი და 4600 მეტრის სიმაღლიდან მიწაზე დაეშვა. შტურმანმა კულკამ მოახერხა ბორტზე დარჩენა.



იმ დღეს, მარს ბლეფში, სამხრეთ კაროლინა, დები ელენა და ფრენსის გრეგები, ექვსი და ცხრა წლის, და მათი ბიძაშვილი, 9 წლის ელა დევისი, იმყოფებოდნენ მამის, უოლტერის მიერ აშენებულ სათამაშო სახლში, ტყის პირას თავიანთი საცხოვრებელი სახლის უკან.

image

ნაშუადღევს ბავშვებმა გადაწყვიტეს მიეტოვებინათ თამაში და ეზოში 180 მეტრის მანძილზე გადმოინაცვლეს. სწორედ ამ მომენტში აფეთქდა ბომბი ბავშვთა სახლის უკან ტყის სექტორში.


ბირთვული ბომბის ასაფეთქებელი მუხტი მიწასთან შეხებისას აფეთქდა, რის შედეგადაც 20 მეტრი დიამეტრის და 10 მეტრი სიღრმის კრატერი გაჩნდა.


საბედნიეროდ ბომბის ატომური ბირთვი თვითმფრინავში ცალკე ინახებოდა. განადგურდა ბოსტანი და საბავშვო ტალავერი, დაზიანდა კიდევ რამდენიმე შენობა. აღსანიშნავია, რომ არავინ დაღუპულა. თუმცა, აფეთქების შედეგად გრეგების ოჯახის ექვსმა წევრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. აშშ-ის საჰაერო ძალებს დაზარალებულმა უჩივლა. შედეგად, გრეგებს გადაუხადეს 54000 $ კომპენსაცია, რაც დღვანდელი კურსით 441 405$-ის ეკვივალენტია.


ეკიპაჟმა ოჯახს ბოდიში მოუხადა და სერიოზული სასჯელის თავიდან აცილებაც შეძლო. ინციდენტის შესახებ უცხოურმა მედიამაც შეიტყო. აფეთქების შედეგად მიღებული კრატერი დღემდეა შემორჩენილი, თუმცა ის მცენარეებითაა დაფარული. ბომბის ჩამოვარდნის ადგილზე სამახსოვრო დაფაა დადგმული.image



1
159
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
159
  
2023, 11 მარტი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1