x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ევრო-ვანდალებს გმირებად მონათლავენ“ - შოთა გლურჯიძე აქციის მონაწილეებზე
image


მხატვარი, შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება და წერს, რომ ეს მართლაც ლუსტრაციის კანონი აღმოჩნდა.

.

„ეს მართლაც ლუსტრაციის კანონი აღმოჩნდა. სუვერენიტეტის ყოველგვარი ნიშანწყალიც კი გაქრა. ერთი ზარით აშშ-ს სახდეპიდან ყველაფერს უკან აბრუნებს "ხელისუფლება". ფურუნკული გასკდა, ახლა ევრო-ვანდალებს გმირებად მონათლავენ. ველოდები შემდეგ ნაბიჯებს სუვერენიტეტის დათმობისა, მოტივით "აბა რა ექნათ?!". როგორც ვატყობ ამის გაპრავებაც დაიწყება მალე და მე ისევ აღმოვჩნდები ბნელი, ჩამორჩენილი და არაევროპული.


.

უპრინციპობა და უსინდისობა ისევ სიკეთედ და გამჭრიახობად მოინათლება.


საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!


ეს კანონი სრული იდიოტობა იყო თავიდანვე, არაფერს ცვლიდა და უბრალოდ საბაბი იყო ოკუპაციის გაფორმებისა.

.

მოკლედ; ეს კანონი შპიონებზე სრულიად უსარგებლოა და არაფერს არ ცვლის, მაგრამ რადგან ამ კანონის წინააღმდეგია ჩვენი დაუძინებელი მეგობრის აშშ-ს ელჩი და მისი თხუთმეტი ლჭპტ პარტია და ოცდათხუთმეტი ნჯო, ეს კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ!!!
ეს აგენტები და შპიონები, წესით ლამაზი და მომხიბვლელი ქალები არ უნდა იყვნენ?!
გამაგებინეთ - ჩვენთან რატომ ჰყავთ ასეთი მათხოჯი და ავი შპიონები?
/
ზოგი ამერიკული, რუსულზე რუსულია, ამერიკული რომ არ იყოს, მაგრამ ამერიკული რომ არის?! რუსულს კი წააგავს თითქოს, თანაც მთლად რუსული ვერ იქნება, იმიტომ რომ ამერიკულია, მაგრამ მაინც წაურუსულებს მგონი ცოტა. არა, მე არ ვამბობ რომ რუსულია, აბა რუსული როგორ იქნება ამერიკული?! ნურას უკაცრავად, ვერ იქნება რუსული ამერიკული, იმიტომ რომ რუსულია და ვერ ვიტყვით რომ ამერიკულია. ეს რომ ვთქვათ, ეს ხომ რუსული იქნება, ამერიკულზე რუსულის თქმა ხომ ურუსულესია?! გაგიჟდები ადამიანი, ამერიკულსაც არუსულებენ!!!“ - წერს გლურჯიძე.
/

3
544
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
544
  
გრანტიჭამიებო და ვირეშმაკებო,თუ რომელიმე თქვენგანი მტკვარმა გამორიყა,არ გაგიკვირდეთ,რადგანაც თქვენი დედის ტ... დაწყების მანიშნებელი იქნება ეგ.
ერთი კი არის,დავითი,ერეკლე და ილია საფლავში ტრიალებენ ჩვენს შემყურე და სირცხვილისგან იწვიან. დავითი დაიძახებდა "მეომარნო ქრისტესა",მოახტებოდა ცხენს და ჯარს წინ მიუძღვოდა,თავის შვილ დიმიტრის მეორე ფლანგის ჩაბარება უბრძანებდა და ვიღაცას გზას ახერგინებდა,იქვე ამბოდა,ან გამარჯვება ან სიკვდილი,მარცხს არც განიხილავდა,სიკვდილს კი. აქეთ ერეკლე იშიშვლებდა ხმალს და შემოახტებოდა ცხენს,დაუძახებდა თავის ქიზიყელებს და უთანასწორო ბრძოლაში შედიოდა ვითარცა ლომი. როდესაც მარცხს უყურებდა 75 წლის კაცი,ახალგაზრდა ბიჭები ვერ აკავებდნენ და იქვე გაჰკიოდა" მე უნდა ვკვდებოდა საქართველოსთვის და არა ქართველები ჩემთვისო. კინაღამ სამი წელი თბილისში არ ჩადიოდა,რადგან ის მარცხს ახსენებდა და იმას,რომ იქ ქართველები დაიხოცნენ,თვითონ ცოცხალი იყო. ილია მოდიოდა პეტერბურგიდან და ფიქრობდა,ვარ კი მზად ვემსახურო ჩემს ხალხსა და სამშობლოს,როგორ მიმიღებენ ან თუ მიმიღებენ. ისეთი რამის დაწყებას აპირებდა,რომ არ ქონდა დიდი იმედი,რომ მიიღებდნენ და როგორც აღმოჩნდა,არც მიიღეს. პეტერბურგიდან მომავალმა იცოდა,რომ ამ საქმეს შეეწირებოდა და მას მოკლავდნენ,მაინც შეუტია საქმე და ბოლომდე იბრძოლა. ეს არის საქართველო და არა ვანდალებით სავსე რუსთაველი.
ეხლა გადმოვიტანოთ,"ხალხის ძალამ" იცოდა რაც მოყვებოდა ამ კანონპროექტს და გააზრებულ რისკზე წავიდნენ. არცერთი ინსტიტუტი არ არის დარჩენილი საქართველოში,სადაც აგენტურა არ ყვავის,ხოდა იფიქრეს,ხალხმა მაინც უნდა იცოდეს სიმართლე და დაწერეს კანონი. ეჯერათ ხალხის,მაგრამ შეცდნენ და გაიმწარეს ცხოვრება. დიახ, სწორედაც რო დავითის,ერეკლეს და ილიას საქმეს ვადარებ ამ ხალხის ქმედებას,რადგან ქართული საქმე დაიწყეს და შეუტიეს ქართული საქმის მტრებს. თავის დროზე,ილიაც თავადი იყო და გლეხებს ამწარებდაო,წყალს უკეტავდაო და ა.შ. გავა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
ე.ი. მარტო მე არ მქონია აღქმა,რომ საქართველო გარდაიცვალა დიდი ხნის წინ,ხალხის ძალის ძალისხმევით გვამი ვნახეთ. ის პატარა იმედიც ჩაკვდა,როცა ვფიქრობდით რო საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი იყო,მაგრამ ნურას უკაცრავად,ვინ მოგვცა მაგის შნო და აზროვნება. 1989 წლის 9 აპრილს და 1991 წელს მართლაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა,მაგრამ ერთ წელში მიწაზე დაგვანარცხეს,ჩვენი მიწები გაიყო აშშ და რუსეთმა. შემოვიდა სიტყვები "პროამერიკული" და "პრორუსული",ერთმანეთს წავეკიდეთ ამის გამო და ვიბრძვით,ზოგი რუსეთისთვის და ზოგი ამერიკისთვის. პროქართული სად დაიკარგა ღმერთმაც აღარ იცის,გიორგი VIII მერე საქართველო,როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი აღარ ყოფილა. იყავით ილუზიებში და ელოდეთ,როდის მიგვიღებენ სხვადასხვა ორგანიზაციებში. არადა,ყველა იცით,რომ ამ ორგანიზაციებში დამოუკიდებელ სუბიექტებს იღებენ. როგორც ავღნიშნე,20% რუსეთმა აგვართვა,80% ამერიკამ. ამერიკა ისედაც არის ნატოს წევრი და ევროკავშირის პარტნიორი,ხოლო რუსეთს ნატოში არ მიიღებენ და ევროკავშირთანაც გაიფუჭა "პალაჟენია". ჩვენ ვიყოთ ასე პირდაფჩენილები და ველოდოთ როდის გაიზრდება ის ყმაწვილი ბაზალეთის ტბის ქვეშო რო არის და როდის ამოგვიყვანს ამ წუმპედან. დიდი ხანია ველოდებით და მგონია მოკვდა ის ყმაწვილი,აქამდე უნდა გაზრდილიყო.
0 1 3