x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ხელისუფლება იკბინება, გაუშვით ყველა - არა მხოლოდ ადმინისტრაციულით დაკავებულები" - ვახო სანაია

image

ტელეწამყვანი ვახო სანაია წერს:

.

"ხელისუფლება თავის ყველა იძულებით განცხადებაში იკბინება. ჯერ პარტიის განცხადებაში დაგვპირდნენ, რომ ღალატს გავაგრძელებთ და მოგხედავთო.

ახლა სამინისტროს განცხადებაში ეს პასაჟია:


შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება.


ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები"


გაუშვით ყველა - არა მხოლოდ ადმინისტრაციულით დაკავებულები ! ყველა ! და შეწყვიტეთ საქმეები ყველას მიმართ.


სწორმა და მტკიცე სტრატეგიამ, პოლიტიკურმა პროცესმა არ უნდა მისცეს ივანიშვილს საშუალება, დაიმარტოხელოს ადამიანები და რეაქცია მისცეს. ეს ავტორიტარული რეჟიმების ბუნებაა."

1
35
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
35
  
საკუთრების დაცვა,კერძო და საჯარო საკუთრების დაცვა არის ევროპული ღირებულება,ხოლო კერძო საკუთრების და საჯარო შენობების დანგრევა არის ვანდალიზმი. საკუთრების დაცვა მისასალმებელია,ხოლო ვანდალიზმი დასჯადია. იმდენად არაადეკვატური იყო ზოგიერთი აქციის მონაწილე,მანქანას ურტყავდა და ეუბნეოდა #არარუსულკანონსო.
სულ ვფიქრობდი,რომ ბევრი გარეშე ძალა იყო ამ ქვეყანაში,მაგრამ მჯეროდა,საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. სამწუხაროდ,ვცდებოდი და დღეს დილით ამის კონსტანტაცია მოხდა. ამ კანონპროექტის ავტორებმა ეს დაგვანახეს ამ დღეებში და მადლობა მათ.

პ.ს. ილია,გუშინ გთხოვეთ,რომ მონაცემები მოგეგროვებინათ და გაგევრცელებინათ,რას წამროადგენენ ამ კანონის ავტორები,რათა ყველას ენახა,პატიოსანი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფია. დაიწყეთ მუშაობა? თან ეს თქვენთვისაც კარგია,ობიექტური გამოჩნდებით.
პ.ს.ს. აქვე,ის ინფომრაცია მოგაწოდეთ თუ შეიძლება ენჯეოებზე,კერძოდ,"სირცხვილიაზე". რომელი ინფორმაცია იცით,საჯარო არის და ყველამ რო იცის
0 1 1