x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რჩევები არჩევნებისათვის ცეესკოდან

image1) არ დაგავიწყდეთ პირადობის მოწმობა, ID ბარათი, ან პასპორტი, ხოლო თუ დევნილი ხართ დევნილობის დამადასტურებელი საბუთიც.
2) გადაამოწმეთ თქვენი თავი და ნახეთ თუ რომელ უბანში ხართ ჩაწერილი ამ მისამართზე: http://voters.cec.gov.ge/
3) თუ სიაში ფიგურირებთ, მაგრამ უბანს არ უწერია მისამართი, მაშინ უბნის ნომრის მიხედვით შეგიძლიათ ეს მისამართი მონახოთ აქ: http://cesko.ge/files/2012/PARLAMENTIS%20ARCHEVNEBI/UBNEBI/ubnis_misamartebi.pdf
4) ყურადღებით იყავით, თქვენ უნდა მოგცენ ორი ცალი ბიულეტენი, ერთი პროპორციულად ასარჩევი და მეორე მაჟორიტარების. ორივეზე უნდა იყოს დარტყმული ბეჭედი და აგრეთვე რეგისტრატორის ხელმოწერაც. ბიულეტენზე თქვენ არაფერს აწერთ, არც ხელს აწერთ, მხოლოდ ხაზავთ. ხელს აწერთ მხოლოდ რეგისტრატორთან იმაზე, რომ ბიულეტენი მიიღეთ და ჩააბარეთ.
5) მიდით თქვენი პასტებით. პასტა უნდა იყოს ჩვეულებრივი, ლურჯი ფერის. ანდა ისარგებლეთ იქაური პასტით, ოღონდ არა ტუშის პასტით, რადგან მათ მიერ მოცემული ტუშის პასტა მალევე ქრება.
6) არ მიხვიდეთ ოცნების მაისურით, რადგან ამას აგიტაციაში ჩაგითვლიან და გამოგაგდებენ.

1
26
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
26
  
2012, 1 ოქტომბერი, 12:14
არანაირი მაისურით მისვლა არ შეიძლება მაინც პირადი უსაფრთხოებისთვსი
0 1 1