x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
„რა ამბავში ხართ?! რას „სვეცკაობთ"?! არ გრცხვენიათ? რა „პრიჩინებს" ეძებთ ქუჩაში გამოსასვლელად?" - რას წერს ხათუნა ხოფერია
ხათუნა ხოფერია


ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„არა რაა... დედას გაფიცებთ, მითხარით!


ვთქვათ, გავიგეთ, რომ ამ კანონს თუ მივიღებთ, ევროკავშირში არ მიგვიღებენ!


კაი, ვთქვათ, ეს გავიგეთ! (ისე, ეს რატომ გავიგეთ, მაინც ვერ გავიგე)...
მაგრამ...


ამ კანონს თუ არ მივიღებთ, ევრიკავშირში ასიანი გვღებულობენ?...


არა, დედას გაფიცებთ, მითხარით, გვღებულობენ ამ პირობით, ევროპაში?...


რა ამბავში ხართ?! რას ციცერონობთ?! რას „სვეცკაობთ"?! რას სულხან - საბაობთ?! არ გრცხვენიათ?


რა „პრიჩინებს" ეძებთ ქუჩაში გამოსასვლელად?


არ მოგწონთ ხელისუფლება?... ხათრს ვერ უტეხავთ ახლობლებს?... ძველი ვალები გაგიხსენეს?... ძველი „ვერბოვკა" შეგახსენეს?... რა საჭიროა ამდენი ტანკლები და ტუნკლები, რა საჭიროა ევროკავშირის აფარება ლეღვის ფოთოლივით?


ააა, მივხვდი...


ევროკავშირში გაწევრიანების სურვილით გამოსვლა სხვა დონეა ხომ?!

- მიშა გამოუშვით! - ტეხავს!
- ნაცები დააბრუნეთ! - ტეხავს!
- ბიძინა დაასანქცირეთ! - მაგრად ტეხავს! თან „დარმავოი" პენსიას რომ იღებ ყოველ თვე!

- ომი დაიწყეთ! - უფრო მაგრად ტეხავს!
-ევროკავშირში არ მიგვიღებენ და დავიღუპებით!- კარგად ჟღერს. „ინწილიგენტურად"...


ჰო, მაინც იცოდეთ, რომ ისიც არ უნდა შეიმჩნიოთ, თქვენმა ლიდერმა კუბილიუსმა რომ გიბრძანათ - ჩვენი თამაშის წესებით უნდა ითამაშოთო! ბორელმა რომ სულ ჯუნგლები გეძახათ! მაკრონმა რომ გითხრათ, ვაფშე სხვა გეოსტრატეგიაში... ანუ... სხვა უკანალში ხართო!..


არ შეიმჩნიოთ ეს ყველაფერი... ვითომ სირაქლემები ხართ... ისე, რატომ ვითომ?.. ხართ! სირებიც და აქლემებიც!


(არ დამიწყოთ, ახლა, უზრდელი ხარო. სირი - ჩიტია, გულნარა...)


მოკლედ, იმაზე ვნერვიულობდი... ამ აგენტების დაფინანსების გამჭვირვალეობის კანონს თუ არ მივიღებთ, ევროკავშირში ფაიზაღი მიგვიღებენ?" - წერს ხოფერია.


ხათუნა ხოფერია სქრინი





0
313
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0