x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რა აკავშირებს „პრაიმ ჰაუსის“ ახალ მონაწილეს რატი დურგლიშვილთან?
image


ყველაზე პოპულარული რეალითი შოუ პრაიმ ჰაუსის მესამე სეზონი ტელეკომპანია რუსტავი 2-ის ეთერში დღეს 23 საათზე დაიწყება და ყოველდღიურად სახლის ამბებს მილიონობით მაყურებელს შესტავაზებს. ამჯერად 15 მონაწილე უკვე შესულია სახლში და პირველი დაპირისპირებაც უკვე წარმოიშვა.

.

ერთ-ერთი ახალი მონაწილე მომღერალი ნიკა გოგვაძეა, რომელიც პოპულარულ ქართველ მომღერალს რატი დურგლიშვილს ვიზუალურად და იმიჯით ძალიან ჰგავს. ცაცმის სტილითაც მას ძალიან ხშირად რატის ამსგავსებენ. ზოგს ძმა ჰგონია, მაგრამ თავად ნიკა ამბობს, რომ რატი დურგლიშვილი მისი ნათესავია.


.

„ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ რატი დურგლიშვილს ვგავარ, ნაცნობებიც და ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანებიც ხედავენ დიდ მსგავსებას. საინტერესო ცხოვრებიდან ძალიან საინტერესო პროექტში შევდივარ. მართლა ძალიან ვნერვიულობ. ხელოვნებაში გადართული მოსიყვარულე მშობლები მყავს, ხელოვანი ნათესავები მყავს და ყური (სმენა) იქიდან განმივითარდა, “ - აღნიშნავს ნიკა გოგვაძე.


.

* * *

„ამ ქვეყანასთან კი არა, რუსეთის ტრ@ში ამოსმულ ჩვართან, მე საერთო არაფერი მინდა“ – გიორგი არველაძე

image

.

გიორგი არველაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ეკონომიკის მინისტრი, მოგვიანებით კი ტელეკომპანია “იმედი”-ს დირექტორი იყო და არჩევნების წაგებისთანავე პატარკაციშვილს საკუტარი ნებით დაუბრუნეს წართმეული ტელევიზია, სოციალურ ქსელში წერს, რომ აღარ სურს საერთო ჰქონდეს ისეთ საქართველოსთან და ქართველ ერთან, რომელიც, მისი შეფასებით რუსეთის უკანალში ამოსმული ჩვარია და უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებზე.

.

არველაძე ამ პოსტს აქვეყნებს რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”-ს სიახლის ბმულით, რომელშიც წერია, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირზე უარი თქვას.

.

“ჯერ მეგონა, რომ ხალხი ვერ ხედავს რაც სინამდვილეში ხდება. მერე მეგონა, რომ ახლა ხომ ყველაფერი აშკარაა, ყველამ დაინახა ნამდვილი ფერები თქო.. მერე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დანახვას დიდი ეროვნული ბრაზი მოჰყვებოდა..

.

ახლა კი სულ უფრო ხშირად მგონია, რომ ყველა ყველაფერს ხედავს, მაგრამ საერთოდაც არ აწუხებთ. სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ჰოდა თუ ასეა, მაშინ ამ ქვეყანასთან, უფრო სწორედ ამ რუსეთის ტრ@კში ამოსმულ ჩვართან, მე პირადად აღარაფერი მინდა მქონდეს საერთო. არც იმ ერთან მინდა რაიმე მაკავშირებდეს, რომელსაც სირცხვილი არც ღლის და არც აწუხებს.”- წერს გიორგი არველაძე.

.

შეგახსენებთ, რომ მას საკმაოდ ბობოქარი პირადი ცხოვრება აქვს. პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან უკრაინელ გოგონაზე, ალინაზე იქორწინა. ალინამ მისი გვარი აიღო და წყვილს ორი შვილი შეეძინა. ალინა ძალიან კარგად მოერგო ქართულ ცხოვრებას, ენაც ისწავლა და შოუბიზნესშიც დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი, როდესაც ტელეიმედს დირექტორმა მეუღლემ ალინა იმ პერიოდში მისივე არხზე თიკო სადუნიშვილის გადაცემის „თბილისი ლაივი“ პროდიუსერად დანიშნა. ალინა ხშირად ჩნდებოდა ბომონდურ წვეულებებზე და მედიასაც ანებივრებდა ინტერვიუებით, სადაც გიორგის მიმართ დიდი სიყვარულის შესახებ საუბრობდა…

.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ გიორგის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა. ის და ალინა ერთმანეთს დაშორდნენ, გიორგის გვერდით კი კიდევ ერთი უკრაინელი ლამაზმანია. „მე ის მიყვარს“, ასეთი წარწერით აქვს გამოქვეყნებული უკრაინელი ქალბატონის ფოტო გიორგის. ანასტასია ზუბენკო სოციალურ ქსელში გიორგის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და წერდა:

„ჩემი რწმენა და სიმართლე! ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი მსოფლიოში. ჩემი სიამაყე და აღფრთოვანება! საუკეთესო მამაკაცი მსოფლიოში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენი ვარ…“

გიორგი და ანასტასია საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ და ხშირად მოგზაურობენ ერთად, ლამაზი ადგილებიდან კი ფოტოებს უზიარებენ მეგობრებს.

.

გიორგის ორი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში მთავარ ფოტოზე აქვს დაყენებული და თავისი შვილებით ძალიან ამაყობს. ახლახან კი მათ კიდევ ერთი უკრაინელი ლტოლვილი ობოლი ჩვილი იშვილეს.

0
223
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0