x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა პირველად შეიხედეს ხეოფსის პირამიდის საიდუმლო დერეფანში- რა დაინახეს იქ?
image
ფარული ღრუ, ფაქტობრივად, 9 მეტრი სიგრძისა და 2, 1 მეტრი სიმაღლის დერეფანი ჯერ კიდევ 2016 წელს აღმოაჩინეს. ამაზე მიანიშნებდნენ დიდი საერთაშორისო გუნდის მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ ScanPyramids პროექტზე (პირამიდების სკანირება). დერეფანი მდებარეობდა ხეოფსის პირამიდის ჩრდილოეთ შესასვლელის უკან, რომელიც გადის ხმელეთზე.




ამ დღეებში საზეიმო ატმოსფეროში არქეოლოგების, ოფიციალური პირებისა და ჟურნალისტების დიდი შეკრებით, დამალულ ღრუში შეიტანეს ენდოსკოპი - ზონდი სატელევიზიო კამერით, რამაც შესაძლებელი გახადა პირველად დაენახათ რა იყო შიგნით.




შიგნით არაფერია - დერეფანი მოწესრიგებულია, მაგრამ მას სადღაც მივყავართ. ხეოფსის პირამიდაში დროდადრო აღმოაჩენენ ხოლმე საიდუმლო ოთახებს, რომლებიც ყველა მხრიდან არის გარშემორტყმული.



ხელისუფლება ამჟამინდელ აღმოჩენას უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს, ისინი დაინტერესებულნი არიან სამუშაოს გაგრძელებით და სავარაუდოდ, შემდგომი კვლევის ნებართვას გასცემენ.




მეცნიერები ვერ ითმენენ, სანამ ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრო მათ საშუალებას მისცემს ტელეკამერა ჩაუშვან ეგრეთ წოდებულ „დიდ სიცარიელეში“ - იდუმალ გვირაბში, რომელიც არის დაახლოებით 30 მეტრი სიგრძისა და დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლის. ის გადაჭიმულია დიდ გალერეაზე და არის 46 მეტრიანი დახრილი გვირაბი, რომელიც მიდის მეფის პალატისკენ.





„დიდი სიცარიელეც“ და დერეფანიც კოსმოსური სხივებით იყო განათებული - ამ სიტყვის სრული გაგებით. ისინი სურათებში გამოჩნდნენ მათი დახმარებით გადაღებულ ფოტოში. უფრო ზუსტად - მუონების დახმარებით(ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა ნაკადები ქმნის კოსმოსურ სხივებს) აეს სხივები აღწევს დედამიწის ატმოსფეროში. ეს ეგრეთ წოდებული მუონური რენტგენოგრაფია ან მუონის სკანირება რენტგენის მსგავსია. მუონები ადვილად აღწევენ სხვადასხვა ბუნებრივ მასალებსა და სტრუქტურებში. მკვრივ მასალებსა და სიცარიელეებში, იფანტებიან და იხრებიან ამ სტრუქტურებში სხვადასხვა გზით.



image



ენთუზიასტებს დიდი იმედი აქვთ ამ სიცარიელის გამოკვლევაზე.. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთ მათგანში იყოს ხეოფსის ნამდვილი საფლავი. მეფის პალატაში, სადაც ფარაონის საფლავი უნდა იყოს, არავინაა. ალბათ ის აშენდა ყურადღების გასაფანტად.




ზოგი მკვლევარი კი თვლის, რომ იქ შეიძლება იყოს უცხოპლანეტელებისგან მემკვიდრეობით დატოვებული ზოგიერთი უცხო ობიექტი, რაზეც ეჭვი ქონდათ ძველ ეგვიპტელებს.


image

შესაძლოა, "სიცარიელე" მართლაც ცარიელი იყოს და იქ არაფერი არ იყოს დამალული.

სკეპტიკოსების ძალიან საფუძვლიანი არგუმენტების და ტრადიციული მეცნიერების მოსაზრებების მიხედვით, პირამიდის მშენებლებს შეეძლოთ მძიმე კონსტრუქციების ასაწევად საინჟინრო დანადგარები დაედგათ.


image


სიცარიელეები ასევე შეიძლება იყოს ზოგიერთი სტრუქტურული ელემენტები, რაც შეამცირებდაა შესასვლელი ქვის მასიური ელემენტებისგან დატვირთვას.





ხეოფსის პირამიდა აშენდა 4500 წელზე მეტი ხნის წინ. მისი სიმაღლე თავდაპირველად 147 მეტრს აღწევდა, ახლა - 139. პირამიდის პერიმეტრი თითქმის კილომეტრია.



image

ხეოფსის პირამიდა მდებარეობს გიზას პლატოზე. ის არის ერთადერთი სასწაული მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან, რომელიც ჩვენამდე მოვიდა. იგი შედგება დაახლოებით 2 მილიონი კირქვის ბლოკისგან. თვითეული ბლოკის წონა 2 ტონაზე მეტია. პირამიდის შიგნით არის ასევე უფრო მასიური ბლოკები - გრანიტის, რომლებიც რამდენიმე ათეულ ტონას იწონის.




1
193
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
193
  
2023, 5 მარტი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1