x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არაფრის აზრზე არაა… აგენტი არა იხვი…"- ვისზე საუბრობს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია "აგენტების" კანონთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს:


"ერთი გოგოს მხიარული სთორები მხვდება ხოლმე. არაფრის აზრზე არაა. აგენტი არა იხვი. ძაან მხიარულადაა.


სახეზე – რუტინა.


ხელში – ქლაჩი.


შუადღეს – ბრანჩი.


იმხიარულოს, მაგრამ უბრალოდ სულ მახსენდება კოვიდის დროს მყავდა სტუმრად 2ჯერ. მისი უსასრულოდ გაჩერებული ბიზნესის გამო. მოთქვამდა. კოვიდი წავიდა (ძლივს წავიდა. ქოცებს არაფერი უქნიათ, მისი გახანგრძლივების გარდა) და ეს გოგოც დაწყნარდა, გაბედნიერდა.


ეტყობა ახლა გონია ისე არ შეეხება ეს კანონი, როგორც კოვიდზეც ეგონათ ვიღაცეებს, რომ მათ არ დაემართებოდათ. ოცნების გულშემატკივრები “კოვიდის კაი მენეჯმენტზე” პოსტებს რომ წერდნენ ისინი, ბოლოს ვიხილეთ სხვადასხვა ეთერში ისხდნენ აკივლებულები, ბიზნეს შეჩერებულები. ეს კანონიც ვირუსივით გადამდებია. და შეგეხებათ ყველას. ქლაჩიან-ბრანჩიანებსაც. ეს კანონი კოვიდამდე რომ ყოფილიყო ეთერში მისასვლელიც არ გექნებოდათ."- ვკითხულობთ ვიკა ბუკიას პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ე.წ. "აგენტების" კანონპროექტების განხილვა დიდი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა, მანამდე კი, ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვას სხდომაზე, ისევე როგორც პარლამენტის დერეფანში ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.


ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში სწორედ საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ხალხის ძალამ" დააინიცირა. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. "ქართული ოცნებიდან" წასული პარლამენტარების მტკიცებით კანონი დასავლურ ანალოგზეა დაფუძნებული, თუმცა როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონი არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზეა დაფუძნებული.






0
345
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
345