საზოგადოება „ჩემი მხარდაჭერა მოღალატე აგენტების გამოვლენის კანონს“ - მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი 2023, 3 მარტი, 22:11
.
მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი სოცქსელში წერს:
„არ დაუშვათ ხელოსუფლების გადატრიალება!!! ყველა გადატრიალების მოსურნე იქნეს დასჯილი უმკაცრესად!!! ჩემი მხარდაჭერა მოღალატე აგენტების გამოვლენის კანონს!!! არა მარტო გამოვლენილი, არამედ დასჯილ იქნას თითოეული გამყიდველი აგენტი!!!“ . უცხოური გავლენების შესახებ კანონი არის ერთადერთი კანონი, რომელსაც ასე აქტიურად ვუჭერ მხარს!
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გეტყვით რა არის სიმართლე და რა ტყუილი!
ტყუილია, რომ ეს რუსული კანონია! (ამ ფორმით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ გარკვეული ჯგუფები)
ტყუილია, რომ ამ კანონით რომელიმე ორგანიზაციას შეეზღუდება კანონით დაშვებული საქმიანობა!
ტყუილია, რომ ამ კანონმა შეიძლება აკრძალოს რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობა, თუ ის არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და მოქმედ კანონმდებლობას?
სწორია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების და მათი ფინანსების შესახებ!
სწორია, რომ ყველა გრანტის და შემოსული ფინანსების მიღებისა და ათვისების პროცესი იყოს გამჭვირვალე!
აუცილებელია, რომ კონტროლდებოდეს უცხოური ორგანიზაციებიდან, ფონდებიდან, წყაროებიდან მიღებული ფინანსები და აღმოიფხვრას მინიმალური შესაძლებლობაც კი იმისა, რომ ამ თანხების გადინება მოხდეს ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი, სახელმწიფო წყობილებისა და საჯარო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული პროცესების დასაფინანსებლად!
ეს კანონი არცერთი ქვეყნიდან შემოსულ ფინანსებს არ ანიჭებს უპირატესობას, იგივე რეგულაციას დაექვემდებარება რუსული, სამხრეთ აფრიკული თუ ამერიკული წყაროებიდან შემოდინებული თანხები, შესაბამისად "რუსულ კანონად" მისი მოხსენიება ან სიბრიყვეა ან/და საზოგადოების გაბრიყვების მცდელობა!"
ადვოკატი დავით გირგვლიანი ***************************************************რატომ აკივლდნენ ტურები?! რა გადარდებთ თუ არ ხართ მოღალატენი?! ყველა აგენტი უცხო ქვეყნის რუსეთისაა თუ ამერიკის თუ ნებისმიერი ქვეყნის იმხილოს და დაისაჯოს!!! ვინც ეწინააღმდეგება ყველა არის ავტომატურად თავადაც მტერი ქვეყნისა!!!
.
96 1-ს მოსწონს
|