x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე გულუხვი "წვრილმანი გასამრჯელო" მომსახურებისთვის

ერთხელ, ელვის პრესლი მაიამი–ბიჩში (ფლორიდა, აშშ) კონცერტი ჰქონდ დაგეგმილი. ქალაქის აეროპორტში ის ვერტმფრენით ჩავიდა. ხოლო, ვერტმფრენის მოედანზე, მას ლიმუზინი დახვდა, რომელმაც მომღერალი საკონფერენციო ცენტრამდე (ყველაზე დიდი საგამოფენო ცენტრი ქალაქში) მიიყვანა, სადაც კონცერტი უნდა ჩატარებულიყო.


image


სცენაზე გამოსვლის შემდეგ, პრესლი მის მომლოდინე ლიმუზინში ჩაჯდა და ვერტმფრენისკენ გაემართა. ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ კი, მან მძღოლს ჰკითხა: «ეს თქვენი საკუთარი ლიმუზინია, თუ კომპანიაში მუშაობთ?», «კომპანიაში ვმუშაობ» — უპასუხა მძღოლმა. «ახლა ის თქვენი ლიმუზინია» — უთხრა მას პრესლიმ.

ასე მიიღო მძღოლმა, წვრილმანი გასამრჯელოს სახით, ლიმუზინი.


საერთოდ, ელვის პრესლი მეტად არაორდინალური ადამიანი იყო და მასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო ფაქტი არსებობს. მაგ.:


ყველას კარგად ახსოვს როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ნატურალური ქერა იყო. მას საკუთარი თმის ფერი ბავშვობიდან არ მოსწონდა და როგორც კი წამოიზარდა, მისი შეღებვა დაიწყო.


ელვის პრესლის მენეჯერი სამკერდე ნიშნებს ყიდდა, რომელზეც – «მძულს პრესლი» ეწერა. ეს იმისთვის, რომ ფული იმათზეც გამოემუშავებინა, ვინც არასდროს მივიდოდა მომღერლის კონცერტზე და არც მის ალბომს შეიძენდა.


image


გარდაცვლილი ვარსკვლავის სისხლში ისეთი ნივთიერებები იყო აღმოჩენილი, როგორებიცაა: მორფინი, დემეროლი, ქლორფენირამინი, პლაციდილი, ვალიუმი, კოდეინი, ეტინამატი, დაუდგენელი ბარბიტურატი, დიაზეპამი, ამიტალი, ნემბუტალი, კარბრიტალი, სინუტაბი, ელავილი, ავენალი და ვალმიდი. ყველა ამ ნივღიერებას ნარკოტიკული ეფექტი ჰქონდა და არ იყო გამოწერილი ექიმის მიერ.


ოფიციალური ვერსიით, მომღერალი წამლების გადაჭარბებული დოზის შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ ზოგიერთი თვლის, რომ მან საკუთარი სიკვდილი მხოლოდ გაითამაშა, რომ სცენიდან წასულიყო, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. შეთქმულების თეორიის სასარგებლოდ კი, ის ფაქტი მეტყველებს, რომ პრესლის ცხედრის ფოტო არ არსებობს.

ხოლო, ამ თემისადმი ინტერეს ის ფაქტიც აღვივებს, რომ როკ-ენ-როლის მეფის გარდაცვალებისთანავე, მომღერალი ორიონი გამოჩნდა, რომელიც საკუთარ კერპს მხოლოდ სახის ნაკვთებით და სხეულის აღნაგობით კი არ ჰგავდა, არამედ იგივე ხმის ტემბრი და შესრულების მანერა ჰქონდა... და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ის სცენაზე ნიღბით გამოდიოდა და შემდეგ, ასევე იდუმალებით გაუჩინარდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

* Е ინდექსი საკვები დანამატების სახელწოდებებში – "ევროპას" ნიშნავს

* კაცის ისტორია, რომელიც "სიცოცხლის წიგნში" მოხვდა

* ფანჯრების მრეცხავი 47 სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა

* სალვადორში განგსტერებისთვის მეგა–ციხე გაიხსნა

* ერთი მუმია და 8 სარკოფაგი, "მარადიული სიცოცხლისთვის"

* ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა



0
298
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0