x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შვილიშვილი რომ ბერას მონათლულია, ამის ბედნიერება აქვთ სხვა ბავშვებს?! '"- რას წერს დომენიკ მანგო

image


სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებისა და მათი შვილების ქართველ კალათბურთელებთან გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიას კრიტიკას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ძალიან არ ვეთანხმები ინგა გრიგოლიას და სხვა დანარჩენებს, რომლებიც პოლიტიკოსების შვილებზე აქცენტირებენ, რომ კალათბურთის მატჩზე წაიყვანეს თავიანთი შვილები. მერე რა, რომ გამარჯვებულ კალათბურთელებთან გადაიღეს ფოტო? ან რა არგუმენტია “სხვასაც ყავს შვილები”, რატომ ცდილობთ ისეთ კენჭებს გაადინოთ წვენი, რომელსაც არ ედინება? ბავშვებს რატომ სთხოვთ მშობლებზე პასუხს? რა, მათ არ უხარიათ?


თუ კი იმის საშუალება ეძლევათ, რომ ისედაც ჩაკეტილები და დაცვის გარემოში გამომწყვრდეულები, გამოდიან სახლიდან და სადღაც მაინც შეუძლიათ რამე ახლის ნახვა, იმ მშობლებთან ერთად, რომლებსაც შეიძლება კვირაში ერთხელ ხედავენ? დამერწმუნეთ, სხვისი შვილები შეიძლება იმ გასახდელში ვერ შედიან, თუმცა იმ ბავშვებისგან განსხვავებით ადამიანურად მაინც ცხოვრობენ თავიანთ თანატოლებთან ერთად და ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად წრეში ბურთს თამაშობენ, პოლიტიკოსების შვილები კი ვერც იოცნებებენ ამაზე.


ეს ძალიან კარგად იცის ინგა გრიგოლიამ და სხვებმა, რომელიც კენჭს უჭერენ ხელს და ძალას ატანენ წვენის გამოსადენად. თავად ინგა გრიგოლიას შვილიშვილი რომ ბერას მონათლულია, ამის ბედნიერება აქვთ სხვა ბავშვებს?! როცა ამ თემას გაიხსენებ, მაშინ იტყვის შვილი რა შუაშიაო - თუმცა როცა სხვის შვილებს ეხება საქმე, მაშინ სრულ განკითხვაში უნდა მოვაქციოთ ის ბავშვები. დაანებეთ თავი შვილებს და დაეტიეთ თქვენს კერძო ბრძოლაში."– ვკითხულობთ დომენიკ მანგოს ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა შვილებთან ერთად საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრებთან ერთობლივი ფოტოები გადაიღეს, რაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა. აღნიშნულ ფაქტს "ფორმულას" ეთერში ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც გამოეხმურა და "ქართული ოცნების" ლიდერების აღნიშნული ქმედება საჯაროდ დაგმო:


"მთელ საქართველოს უხაროდა კალათბურთელების წარმატება და ჩვენი გამარჯვება..


ვახო სანაიას ეწერა სოციალურ ქსელში და მინდა, პოსტის მოკლე შინაარსი გავიმეორო და რას აჩვევთ თქვენს შვილებსო?! ანუ მამა თუ ცეკა-ს მდივანი არ ჰყავს, გამარჯვებული გუნდის გასახდელში ვერ მოხვდებიანო?


ოცნების ტიპებს მინდა მივმართო: სხვებსაც ჰყავთ შვილები..


ცხოვრების წესზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენს უფროსებად რომ გამოგვიცხადეს თავი და უკვე მე-11 წელია მართლა, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე რომ გვასხედან, აი, ეს არის მათი ცხოვრების წესი, ის ერთი სურათი და ვიდეო, რაც ვნახე."- განაცხადა ინგა გრიგოლიამ "ფორმულას" ეთერში სტუმრობისას.





0
248
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
248