x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თვითაღიარებულმა დნესტრისპირეთმა მიმოქცევაში შემოიღო საკუთარი ვალუტა, რომელიც კაზინოს ლოტს ჰგავს
image
დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა მსოფლიოში ერთადერთი "ქვეყანაა", სადაც 2014 წლის 22 აგვისტოდან ფულის სახით მიმოქცვაშია არა ქაღალდის ბანკნოტები, არამედ კომპოზიტური მასალებისგან დამზადებული ფული.


გამოშვებულია 1-3-5 და 10 რუბლის ნომინალები. ხუმრობა არ გეგონოთ ეს სახალისო რეალობაა, თვითაღიარებული რესპუბლიკა ფულის სახით იყენებს კაზინოს ლოტის მსგავს საშუალებას რომლის მეშვეობითაც ჩვეულებრივად ყველგან თვითაღიარებული რესპუბლიკის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ნივთი.

აღნიშნული მონეტები დამზადებულია რუსეთში "Гознак"-ის მიერ. მონეტების არცერთი ნომინალი არ შეიცავს მეტალს.

image

ერთი შეხედვით მონეტები პლასტმასისას ჰგავს, თუმცა ის შედგება სპეციალურად დამუშავებული ქაღალდით, რომელიც სპეციალური ხსნარებითაა დაჟღენთილი. ასეთი სახით დამუშავებულ ქაღალდს წნეხში ატარებენ, რის შდეგადაც მიიღება ძალიან გამძლე მასალა. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული მასალა არ იწვის, წყალი არ აფუჭებს და არ ნესტიანდება.

image
გაყალბებისაგან დაცვის მიზნით "ვალუტაზე" დატანილია სპეციალური ბოჭკოვანი მასალა, რომელიც ულტრაიისფერი დასხვივებისას ანათებს თეთრი და ლურჯი ფერებით.


ასევე მონეტაზე დატანილია დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ტექსტიც.

ამ სტატიამ თვითაღიარებული აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლების მიერ აფხაზური ფულის გამოშვება გამახსენა, რაც იმდენად აბსურდული იყო თავადვე მიხვდნენ თავიანთ "ნაცარქექიობას" და გამოშვება შეწყვიტეს.



მაშინ "აფხაზურ ვალუტას" აფსარი დაარქვეს და 1 აფსარი 10 რუსული რუბლის ექვივალენტი იყო, თუმცა აფსარზე არაფრის ყიდვა არ შეიძლებოდა და არ შეიძლება დღემდე.

image





0
108
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
108