x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მეგი გოგიტიძე რუსეთში იმყოფება და მორიგ კონცერტებს მართავს
image


რასტოვ ნა დანუ, კრასნოდარი, სტავროპოლი, პიტიგორსკი, ნალჩიკი, მახაჭკალა, ვლადიკავკაზი, მოსკოვი, სანკტ პეტერბურგი, ვოლგოგრადი, სარატოვი და სამარა - ეს რუსეთის ის ქალაქებია, სადაც ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე ჩავა და იმ ადამიანებს უმღერებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ოვაციებით ხვდებიან და პუტინს ადიდებენ. გუშინ როსტოვში უკვე შედგა მისი სოლო კონცერტი.

.

ინფორმაციას ქართველი მომღერალი, რუსულ ტურნესთან დაკავშირებით, საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს. ცნობისთვის, მეგი გოგიტიძის მიერ, რუსეთში გამართული კონცერტი, მაშინ როდესაც აგრესორი ქვეყანა, უკრაინას ბომბავს და ქართული მიწის ოკუპაციას აგრძელებს ახალი არ არის. აჭარელი მომღერალი რუსეთში თითქმის ყოველწლიურად ჩადის და სხვადასხვა დარბაზში საკონცერტო პროგრამას წარადგენს, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმე ანონსდება მისი რუსული კონცერტები.


.

.

გასულ წელსაც გავრცელდა მეგი გოგიტიძის რუსული კონცერტების ანონსი, მაშინ უკვე დაწყებული იყო უკრაინის ომი.

.

მიმდინარე წლის 14 თებერვალს მან კონცერტი სომხეთის დედაქალაქ ერევანშიც გამართა.


0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0