x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხედავდა დემონებს და რინგზე ანადგურებდა მეტოქეებს, დაუმარცხებელი მოკრივე რომელსაც ტაისონს ადარებდნენ

image
მსოფლიოს პროფესიული კრივის ასოციაციებს არასდროს აკლდა "დიადი" მოკრივეები, განსაკუთრებით კი მძიმეწონოსანი მოკრივეები.
რინგიდან დაუმარცხებლად წასული როკი მარჩიანო რად ღირს, რომლის ნოკაუტების სერია ათწლეულებია ვერავინ მოხსნა, მუჰამედ ალზე, მაიკ ტაისონზე, სხვებზე და სხვებზე საუბარიც არ ღირს იმდენად დიდი სია გამოვა.

ამ სტატიაში საუბარი მექნება ლეგენდარულ ნიგერიელ პროფესიონალ მოკრივეზე მძიმე წონაში აიკ იბეაბუჩიზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და უმოკლეს ვადაში საოცარ წარმატებებს მიაღწია. მოკრივის ტექნიკის და დარტყმის სიმძლავრის გამო აიკს მისი კუმირის მაიკ ტაისონის მომავალს, უფრო მეტიც ბევრად წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

მორიგ ბრძოლაში აიკი შეხვდა კრივის ცოცხალ ლეგენდას, სამოელ დევიდ ტუას, რომელსაც 27 შეხვედრიდან 27 მოგება ჰქონდა და მას მეტსახელად "რკინის ყბიან თუჯისთავას" ეძახდნენ, რადგან კოლოსალური სიმძლავრის დარტყმებს მარტივად იტანდა.

ეს შეხვედრა შეადარეს არა გამარჯვებისათვის, არამედ გადარჩენისათვის მებრძოლი ორი საუკეთესო მებრძოლის ბრძოლას, მოწინააღმდეგეები დაუნდობლად ურტყამდნენ ერთმანეთს, არანაირი "კლინჩები", არანაირი უკანდახევა სულის მოსათქმელად, ორივე მოკრივემ გამოავლინა არნახული გამძლეობა, არცერთს არ დაუხევია უკან, ხშირად დაცვის ტაქტიკაზეც კი ამბობდნენ უარს და შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ.

არცერთს არ უფიქრია თუნდაც წამიერ შესვენებაზე, ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, არანაირი დაცვითი ტაქტიკა, ბოლო რაუნდის ჩათვლით მოწინააღმდეგეები დარტყმების კასკადს აყრიდნენ ერთმანეთს, ერთ მომენტში აიკმა დევიდის დაცვის გარღვევა შესძლო და ისეთი მძლავრი დარტყმა განახორციელა, რომელიც ნებისმიერ მოკრივეს მოცელავდა, მაგრამ დევიდმა აქაც გაამართლა თავისი ზედმეტსახელი და წატორტმანების მიუხედავად არ დაცემულა.

ეს იყო ორი ზეკაცის, კრივის ორი ტალანტის ბრძოლა, სადაც დაფიქსირდა დღემდე მოუხსნელი რეკორდი-მეტოქეებმა კოლოსალური რაოდენობის დარტყმები განახორციელეს, 1730 დარტყმა განხორციელდა ერთ შეხვედრაში. დამეთანხმებით, ეს დაუჯერებელია, მაგრამ ესაა სრული რეალობა. მსაჯებმა ერთხმად გამარჯვება აიკს მიანიჭეს.

imageimage



აიკი მისი კუმირის მსგავსად რინგზე ადიოდა მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, მაიკის მსგავსად ისიც შავი შორტებით იბრძოდა. დევიდმა პირველი მარცი განიცადა, აიკს კი ამ შეხვედრამ მომავალი დაუნგრია, აიკი არასდროს ყოფილა მთლად გაწონასწორებული ფსიქიკის, მაგრამ დევიდთან ისტორიული შეხვედრის შემდეგ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა.

აიკმა განაცხადა, რომ ის რინგის "პრეზიდენტი" იყო (რინგზე ასვლისას სანამ პოპულარული გახდებოდა მას უკვე ჰქონდა ეს მეტსახელი მისივე ინიციატივით შერჩეული). აიკის სპარინგ-პარტნიორობა არავის სურდა, რადგან აიკი აღარავის ინდობდა, მას შემოეცალა მწვრთვნელების გუნდის უმეტესობა, რადგან აიკი მათ მიმართაც გამოხატავდა აგრესიას.
მუდმივად აწუხებდა თავის ტკივილები, კომპიუტერულმა გამოკვლევებმა თავის ტვინში დარღვევები აღმოაჩინა, რომელიც მოკრივის ფსიქიკაზე ახდენდა გავლენას, აიკს დემონები ეჩვენებოდა. ის ამტკიცებდა, რომ დემონებს ხედავდა, ერთხელ "დემონად" წარმოსახული ახალგაზრდა ქალი ცემა, მეორედ ქალზე იძალადა.

რინგზე ასული აიკი აგრესიას ვერ მალავდა, მოწინააღმდეგეებს ისე ექცეოდა თითქოს დემონებს ებრძოდა, მისმა ყოფილმა სპარინგ-პარნიორმა მასთან შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მას არ შეეძლო რინგზე გასვლა, რადგან მას მოუწია არა მოკრივესთან ბრძოლამ, არამედ მონსტრთდან.

გახსოვთ ალბათ მძიმეწონოსანი მიურერი რომელმაც მძიმე ბრძოლაში დაამარცხა 90-იანი წლების ვარსკვლავი ევანდერ ჰოლიფილდი, რომელსაც "რკინის მაიკმაც" კი ვერ მოუხერხა ვერაფერი. სწორედ მიურერის სპარინგ-პარტნიორი გახლდათ მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი დევიდ ტუა რომელმაც გამოუცდელობის მიუხედავად მიურერი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, წარმოიდგინეთ რას უზამდა აიკი ჰოლიფილდს სპორტული კარიერის პიკში მყოფი მოკრივე რომ არა აიკის ფსიქიკური მდგომარეობით გამოწვეული პრობლემები, მოკრივე რომელსაც მშვენივრად შეეძლო ნოკაუტით დაემარცხებინა ჰოლიფილდიც და ლენოქს ლუისიც, ციხეში აღმოჩნდა ხანგრძლივი ვადით მრავალრიცხოვანი გაუპატიურებების ფაქტების გამო.

ასე დაიკარგა კიდევ ერთი კრივის ლეგენდა, რომელსაც მაიკ ტაისონზე წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან მას გააჩნდა პროფესიონალი, მძიმეწონოსანი მოკრივისათვის საჭირო ყველა თვისება-იყო წარმოუდგენლად ამტანი, შეეძლო უმძლავრესი დარტყმების მთელი კასკადის განხორციელება ორივე ხელით, ჰქონდა დაცვის ფანტასტიური ტექნიკა, გააჩნდა ბრძოლის წარმოუდგენლად მაღალი მოტივაცია და რინგზე გადიოდა, როგორც "დემონებთან" მებრძოლი, ვისთვისაც რინგზე არ არსებობდა ავტორიტეტები.

აიკი ახლა 50 წლისაა და დღესაც ამბობს, რომ ის დღესაც საუკეთესო მოკრივეა მსოფლიოში, ის ციხიდან გამოვიდა, ვარჯიშობს, მაგრამ ამ ასაკში დაბრუნება წარმატებით მხოლოდ ჯორჯ ფორმენმა შესძლო. ვნახოთ, დაბრრუნდება თუ არა რინგზე 50 წლის "დემონებთან" მებრძოლი აიკ იბეაბუჩი.

0
72
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
72