x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დეა რომ დასახვრეტად წაიყვანონ, მე გადავეფარები, ეს დაიმახსოვრეთ"-იუნა შაფათავა

image

აშშ-ში მცხოვრები იუნა შაფათავა, თავის ტყუპისცალი დის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მდივნის, მედეა შაფათავას სასამართლო პროცესის დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს.


"ვერ დავმალავ და არც არის საჭირო, პირიქით, აუცილებელია, ვთქვა, რომ მომეწონა აქცენტები, თვითონ რეპორტაჟი, დეას რაკურსები და დეას წარმოჩენის კუთხეც.
დეტალებში ვიცი, რა ხდება დეას სასამართლო მოსმენებზე და ვეუბნებოდი დეას, მოსამართლე მიკერძოებულია და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მოპასუხეს, პროცესზე რომ მხოლოდ მისი წარმომადგენლით კმაყოფილდება და არ ითხოვს მის - ნატო ხაინდრავას სასამართლოში გამოჩენას და დეას ზღუდავს და სასტიკი დისკრიმინაციის პირობებში აყენებს, ადვოკატის გარეშე, გადატანის თხოვნის დაუკმაყოფილებლობით.
განვმარტავ, რატომ: დისკრიმინაციის საქმის განხილვისას, მოპასუხე პირადად უნდა მოიწვიო სასამართლოში, რათა მოსამართლემ
(პროკურორი არ გვყავს ამ შემთხვევაში), პირადი ურთიერთობის/დაკითხვის საფუძველზე, სასამართლოს მსვლელობის პროცესში, განსაზღვრო, მისი ადექვატურობა და საქმისთვის აუცილებელი, თვითონ მოპასუხის პორტრეტი ჩამოაყალიბო, რაც ამ შემთხვევაში უგულებელყოფილია. უფრო მეტიც, მოპასუხის ადვოკატების შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციულ-სექსისტური მიდგომა, იძლევა მეტ დასტურს და პრაქტიკულად ფაქტიურ მტკიცებულებას, მოსარჩელის- დეას მიმართ, დისკრიმინაციული დამოკიდებულების.
ამას ჰაერიდან არ ვამბობ, აშშ-ს მოქმედ პროცესს ვადარებ, რადგან კვირაში 5 დღე სამოქალაქო და სისხლის სამართლის, საიმიგრაციო პროცესებზე ვმუშაობ თვითონ სასამართლოებში, მოსამართლის (სხვადასხვა მოსამართლის) გვერდით ვზივარ და ვსწავლობ და ვხედავ სხვაობას.
სანამ თქვენ იქ კანონებს ‘თარგმნით’, მე კანონს მოქმედებაში ვხედავ და ვმონაწილეობ მასში.
ასევე, ვერ ვიტყვი, რომ
ვწუხვარ, იქ რომ
არ ვიყავი, რადგან დეას სპოთლაითს მოპარავდა იქ ჩემი ყოფნა, ძალიან მეტყველი კონტრასტი დაჯდა- დეა მარტო სამთავა გველეშაპი დისკრიმინაციულად მოქმედი ადვოკატთა ტანდემის და ფემიდას როლში მყოფი, ასევე დეას დისკრიმინაციულ პირობებში მომთავსებელი მოსამართლის წინ. რაც დეამ არ თქვა ან სტრესის გამო ვერ გამოხატა- შიში აქვთ ადვოკატებს, ქართუს წინააღმდეგ სარჩელის აღების.
ასევე დავამატებ, მე დეას ადგილზე ბევრ დამატებით აქცენტს გავაკეთებდი.
მაგრამ ეს დეას საქმეა.
რასაც ვერ ამჩნევთ ან არ ამჩნევთ- ძალიან სტრესშია და შეიძლება, ბევრი მომენტი გამოტოვა და ამ წნეხის და ფსიქოლოგიური და მორალური სტრესის ქვეშ ყოჩაღ, კიდევ კარგად გაუმკლავდა.
ნოდარ მელაძის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასოდეს დამიმალავს, ძალიან მიყვარს. თუმცა, ტელევიზიის გამოჩენა დეასთვის მოულოდნელი იყო, არ ვიცი, რამდენად ‘მოულოდნელი’ იყო მოპასუხის ადვოკატებისთვის. მე გამიკვირდა საერთოდ, რომ გადაღების უფლება მისცეს, დეას ასეთი აშკარა, სერიოზული შევიწროების და დისკრიმინაციის პირობებში.
პოლიტკორექტულობისთვის ცალკე მადლობა ნოდარს და ნატა ქაჯაიას.
პროცესი ჯერ ‘მიდის’- განჩინება 28 თებერვალს უნდა გაიცეს ოფიციალურად, დეას სარჩელზე; სარჩელზე, სადაც ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიის წინააღმდეგ, დეას უფლება კვლავ დაირღვა, საქმის გადატანაზე თხოვნით, ახალი ადვოკატის მოსაძიებლად, არ დაკმაყიფილდა და თავის დაცვა, თვითონ მოუწია, საკუთარი ნების წინააღმდეგ, კანონის წარნომადგენლის- მოსამართლის ერთპიროვნული წნეხის ქვეშ.
აქ, კიდევ ერთხელ, აშშ-ს მოქმედ პროცესს მოვიშველიებ- ჩემს თვალწინ გადატანილა პროცესები, მოსარჩელის თხოვნით, სამჯერაც, ოთხჯერაც და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, შუამდგომლობა, უმეტეს შემთხვევაში, აუცილებლად კმაყოფილდება, დავძენ- მითუმეტეს, თუ საქმის გარემოებებში გასარკვევად, ისინი მნიშვნელოვანია. ასევე, თუ რთულ პროცესზე მოპასუხე მარტოა, მისი თხოვნა, ადვოკატის მოძიების, აუცილებლად კმაყოფილდება, მითუმეტეს, თუ ცალსახად დასტურდება ადვოკატის მოძიების აუცილებლობის მიზეზი. ეს მოიფანქრეთ.
ეკა ბესელიას მხარდაჭერა მეც არაერთხელ მიგრძვნია პირადად, ჩემს ტყავზე. ჩემი პატივისცემა და მადლობა ეკას.
ასე, მოკლედ, დაველოდოთ განჩინებას, დეას დისკრიმინაციის საქმეზე, არანაკლებ დისკრიმინაციულად მოქმედი სასამართლოსგან.
რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, რეპორტაჟში- დეას უსაფრთხოებაზე ვნერვიულობ, მაგრამ
იმედია, ის ‘გავლენიანი პირები’, ვინც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ თუ რეალურად გააჩნიათ ამ ძალაუფლების ბერკეტები- ჭკუით მოიქცევით, რადგან ჩემი დის უსაფრთხოების გარანტი ჩვენი ოჯახის და საღად მოაზროვნე მეგობრების მხარდაჭერაა მხოლოდ, როგორც რეალობა გვიჩვენებს.
იმედს ვიტოვებ, მაინც, ამ რთულ ფონზე, რომ დეას სარჩელი ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდება დეას სასარგებლოდ და ის იქნება სასიამოვნო პრეცედენტი, ბნელი ბოროტი ძალების მცდელობის მიუხედავად, მითუმეტეს თუ ეს ქართუს მოპასუხე მხარეა, და იქნება მაგალითი, რომ ცალკეული კეთილსინდისიერი ადამიანის სამართლიანობას აქვს ადგილი საქართველოში.
პს ეს ჩემი აზრია, მე და დეა ერთმანეთს საჯარო პოსტებს არ ვუთანხმებთ. მადლობა ყველას, ვინც დეას გვერდით ხართ.
ხო, და კიდევ ერთი: არც ის მინდოდა, ეს სარჩელი შეეტანა. არ ვეთანხმებოდი ამაში. ჩვენ შეიძლება საერთოდ არ ვემთხვეოდეთ აზრში და ‘მტრები’ ვიყოთ, მაგრამ დეა რომ დასახვრეტად წაიყვანონ, მე გადავეფარები, ეს დაიმახსოვრეთ.-წერს იუნა შაფათავა.
1
187
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
187
  
2023, 26 თებერვალი, 22:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1