x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საინტერესო სტატისტიკა თუ როგორ იცვლებოდა და იცვლება მანქანების პოპულარული ფერები

image
მსოფლიოში უამრავი ავტომწარმოებელი ბრენდია, რომლებიც ბუნებრივია სულ ერთ ფერად შეღებილ მანქანებს არ აწარმოებს, ავტომობილისტთა საერთაშორისო ასოციაციამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმოებული და გაყიდული მანქანების ფერების პოპულარობის შესწავლის მერე გამოაქვეყნა მსოფლიოში პოპულარული მანქანის ფერები რომელიც ასე გამოიყურება.

ყველაზე პოპულარულია დღემდე თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელთა საერთო რაოდენობა 38%-ია.
მეორე ადგილზეა შავი ფერის ავტომანქანები 19%-იანი ნიშნულით.
მესამე ადგილზეა ნაცრისფერი 15%-იანი მაჩვენებლით.
მეოთხე ადგილზეა ვერცხლისფერი ავტომანქანები 9%-იანი მაჩვენებლით.

დარჩენილი პროცენტები პოპულარობის ნიშნით ნაწილდება სხვა ფერის მანქანებზე. ყავისფერი და კრემისფერი მანქანებით პირველ ადგილზეა რუსეთი (ყავისფერი მანქანა რატომ უნდა იყიდო გემოვნებიანმა ადამიანმა არ მესმის).

უამრავი ახალი ფერი შემოიღს ცნობილმა ავტომწარმოებელმა ბრენდებმა, მაგრამ ჯერ ზემოთ აღნიშნულ ტრადიციულ და პოპულარულ ფერებს კონკურენციას ვერ უწევენ. მოგეხსენებათ გემოვნება ინდივიდუალურია, მე მაგალითად არცერთ შემთხვევაში არ შევიძენდი მწვანე ან ყვითელ მანქანას, ისევე როგორც წითელი ფერისას, რადგან ჩემი საყვარელი ფერებია შავი ან ნაცრისფერი.
ალბათ ბევრია ასე და ამიტომაც ძველი ფერები ჭარბობს დღემდე მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყანაში, სადაც საავტომობილო ბაზარი და მოთხოვნა მათზე დიდია.
უკვე დაშვებულია რამდენიმე ფერში შეღებილი მანქანის რეგისტრაცია და შსაბამისად ავტომანქანების დატიუნინგებისას ამასაც ითვალისწინებენ რიგი კომპანიები რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული.

ესეც სტატისტიკა, თუ რომელი ფერებია პოპულარული.
image მონაცემები ფერების პოპულარობაზე სტატისტიკის მხრივ ჩატარდა 2020 წელს და აქ გათვალისწინებული არაა ბოლო 2 წლის მონაცემები.


0
46
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
46