x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დიმიტრი მედვედევი: "რუსეთი მზადაა ნებისმიერი იარაღით დაიცვას თავი, მათ შორის ბირთვულით"

image

მსოფლიო გლობალური კონფლიქტის ზღვარზეა, თუ აშშ-ს რუსეთის დამარცხება სურს, ამ შემთხვევაში მოსკოვი თავს დაიცავს ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ბირთვული იარაღით. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.


„ყველა გონივრული ძალისთვის ნათელია, რომ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დამარცხება, ჩვენ ვდგავართ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე. თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვულით“, - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.


ამის გარდა დიმიტრი მედვედევი პოლონეთში ჯო ბაიდენის გამოსვლას ეხმაურება და წერს:



"და კიდევ . ცნობილი გამოთქმის პერიფრაზირებას მოვახდენ, ბაიდენმა ვარშავაში თქვა: „თუ რუსეთი შეაჩერებს(უკრაინაში) შეჭრას, ის(ომი) ახლავე დასრულდება. თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავდაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული."


ეს არის რაფინირებული ტყუილი. სიმართლე სულ სხვაა.


"თუ რუსეთი შეაჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამარჯვების მიღწევის გარეშე, რუსეთი აღარ იარსებებს, ის ნაწილებად დაიშლება. თუ აშშ შეწყვეტს კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას, ომი დასრულდება." -წერს მედვედევი.


ამა წლის იანვარში დიმიტრი მედვედევმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს "ამერიკის ვასალი" უწოდა, რადგან უღალატა ჰიროსიმას და ნაგასაკის მსხვერპლთა ხსოვნას ამერიკის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს:


"იაპონიის მთავრობის მეთაური, დამამცირებელ, ერთგულ მორჩილივით სისულელეებს ლაპარაკობს რუსეთზე, რითაც უღალატა ასობით ათასი იაპონელის ხსოვნას, რომლებიც დაიწვნენ ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ ცეცხლში“, - წერდა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.


ასევე მედვედევმა უსაყვედურა და შეახსენა იაპონიის მთავრობის მეთაურს, რომ შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ბირთვული იარაღი გამოიყენა სწორედ მისი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ.


0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0