x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის უცნობი ფაქტები
image
მართალია 1939 წელს ფინეთში შეჭრით რუსეთმა ფინეთს გარკვეული ტერიტორია წაართვა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ომი წააგო, იმდენად დიდი ზარალი ანიცადა ცოცხალი ძალის და ტექნიკის დაკარგვის მხრივ, აღარაფერს ვამბობ "ტვირთ 300"-ზე, რომელთაგან დიდი ნაწილი სამუდამოდ ხეიბრად დარჩა ფინეთის სუსხიანი კლიმატით გამოწვეული მოყინვების გამო.

არის ომები რომელში გამარჯვება მარცხის ტოლფასია და ამის მკაფიო მაგალითი საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომია.


საბჭოელების შეჭრიდან მოკლე ვადაში ფინელებმა შესძლეს და მოახდინეს 340 000 მებრძოლის გამოყვანა საომრად, მძიმე ბრძოლების შედეგად დაიღუპა და დაიკარგა 25 904 სამხედრო, რაც ფინეთის არმიის 8%-ს შეადგენდა.


დაიჭრა 43 557 სამხედრო, 800-1100 მებრძოლი ჩავარდა ტყვედ. აუფეთქეს 30 ტანკი და ჩამოუგდეს 62 თვითმფრინავი.


საბჭოთა კავშირმა ფინეთთან ომში ბრძოლის ველზე გამოიყვანა 425 000 ჯარისკაცი პირველ ეტაპზე, მთლიანად ომის პერიოდში კი ბრზოლის ველძე მოხვდა 725 000 მებრძოლი, დაიღუპა და უგზოუკვლოდ დაიკარგა 167 976 მებრძოლი, საბჭოთა არმიის ფინეთან ბრძოლაში მყოფი კონტიგენტის 29% დაახლოებით, 207 538 მებრძოლი დაიჭრა, დაავადდა ან ძლიერი მოყინვა მიიღო, რის შდეგადაც ბრძოლისთვის გამოუსადეგარი გახდა.


5572 მებრძოლი ჩავარდა ტყვედ. განადგურებულ იქნა 3543 ტანკამდე და დაუზუსტებელი ინფორმაციით 515 თვითმფრინავამდე.


მიუხედავად საბჭოელების რიცხობრივი უპირატესობისა ცოცხალი ძალით თუ საბრძოლო ტექნიკით და საშუალებებით, თითოეული გოჯისთვის ბოლომდე იბრძოდნენ 40 გრადუსიანი ყინვის პირობებში, იცნობდნენ რა საკუთარ ადდგილმდებარეობას დიდ ზიანს აყენებდნენ საბჭოელებს, თუ საბჭოელები იძულებული იყვნენ გადაადგილებულიყვნენ მძიმე ტექნიკით ან სატვირთო მანქანებით, ფინელები იყენებდნენ გაწვრთვნილ ირმებს რომლებიც დიდ მარხილებსი იყვნენ შებმული და სწრაფად გადაყავდათ დიდ თოვლში ფინელი მებრძოლები ერთი ადგილიდან მეორემდე.


ასევე საბჭოელებისგან განსხვავებით თითოეული ფინელი მებრძოლი იყენებდა შესანიღბ კომბინეზონებს, რისი წყალობითაც ღრმა თოვლში პრაქტიკულად არ ჩანდნენ. ფინელები ძალიან გამოცდილი მონადირეებისგან ადგენდნენ სნაიოერების რაზმებს, რომლებიც უზარმაზარ ზიანს აყენებდა საბჭოთა არმიის დანაყოფებს.

გარდა ამისა ფინელებმა თავი გამოიჩინეს სისასტიკით, რის წყალობითაც საბჭოელებში ხშირად პანიკურ შტევებს იწვევდნენ. ბრძოლის ველზე დაღუპულ საბჭოელებს აგროვებდნენ და გაყინულ თოვლში ნახევრად ტიტვლებს თავდაღმა არჭობდნენ, რაც დამეთანხმებით მათი თანამებრძოლებისათვის დამთრგუნველი იყო.

საბჭოელების გასვლის შემდეგ ფინელები ფიქრობდნენ, რომ ზამთრის კამპანიის შემდეგ საბჭოთა კავშირი ისევ დაესხმებოდა მათ თავს და შსაბამისი ზომების მიღება დაიწყეს, მასიურად დაიწყეს ეშელონირებული ნაღმური ვლების გამოყენება, ასევე საარტილერიო სისტემების წარმოება და შესყიდვა, ავიაციის გაძლიერება.

დღემდე ფინეთის თითოეული ჯანმრთელი სრულწლოვანი ექვემდებარება საჭიროების დროს სავალდებულო გაწვევას საპენსიო ასაკამდე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ფინეთი თითქმის ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის.


ფინელებს არ სურთ, რომ კიდევ ერთხელ დაკარგონ ტერიტორიები, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ.

სსრკ-ფინეთის ომში, სანგარში ცოცხლად გაყინული საბჭოთა მებრძოლები.

image
+16




0
254
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
254