x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მეცნიერი, რომელმაც იწინასწარმეტყველა თურქეთის მიწისძვრა, ახალი ბიძგების პროგნოზირება გააკეთა
image
გეოლოგმა, თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა და სეისმოლოგმა ნასი გორიურმა განაცხადა, რომ შემდეგი ძლიერი მიწისძვრა შეიძლება მოხდეს ადანასა და ბინგოლში ან კვიპროსში. ამის შესახებ გამოცემა Kıbrıs Postası იტყობინება.




ნასი გორიური ცნობილია იმით, რომ მან შეძლო 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების პროგნოზირება. მისი თქმით, მომდევნო სტიქიურმა კატასტროფამ შესაძლოა 7 მაგნიტუდას მიაღწიოს.



„ქაჰრამანმარაში მომხდარმა მიწისძვრებმა თურქეთში კვიპროსის მიმართულებით რღვევის ხაზის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ მიწისძვრებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ურთიერთქმედება კვიპროსზე.“ - განაცხადა მან.




მან ასევე დაამატა, რომ არ იცის ზუსტი დრო, როდის შეიძლება მოხდეს მიწისძვრა. თუმცა, გორიურმა აღნიშნა, რომ " საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოები უნდა დააკვირდნენ კვიპროსს".





შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს თურქეთის პროვინცია ჰატაიში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზარალდა ქალაქები დეფნე (6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა) და სამანდაგი (მაგნიტუდა 5.8).

0
354
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0