x
კოლექტიური ქცევა სოციალურ ჯგუფებში

კოლექტიური ქცევა ჯგუფში სპონტანურად წარმოქმნადი სუბსტანციაა, რომელიც დაბალანსებულია ემერგენტული ნორმებით. ის შეიძლება დაპირისპირებაშიც იმყოფებოდეს ჯგუფის წესებთან, რწმენებთან თუ შეხედულებებთან, რომლებიც განპირობებულია ალტერნატიული ნორმებით. კოლექტიურ, საერთო ქცევას ჯგუფის დაპირისპირებასთან ერთად, რომელიც უარყოფითად მიიჩნევა, შესაძლოა მას, როგორც კონფლიქტის ინიციატორს, პოზიტიური დანიშნულებაც ჰქონდეს.

სოციალურ ჯგუფებში კოლექტიურ ქცევა ალტერნატიულ ნორმების ინტერიორიზებას მიმართავს, რომელიც პრაქტიკულად არ იმყოფება ტოტალურ კონსენსუსში საზოგადოებრივ აზრთან. ასეთი შეიძლება იყოს სხვადასხვა კულტები, საპროტესტო მანიფესტაციები, რევოლუცია, მასობრივი პანიკა, რომელიც მიზნად ისახავს რეფორმაციას, ცვლილებების მოტანას. ცვლილება, რა თქმა უნდა, თავისი არსით როგორც დესტრუქციული, ისე კონსტრუქციული შეიძლება აღმოჩნდეს. კოლექტიური ქცევა შეიძლება დაიყოს: 1) მასობრივ ქცევად, 2) ხალხის მასად და 3) სოციალურ მოძრაობად.

მასობრივ ქცევის დროს ინდივიდები თანაბრად, იდენტურად რეაგირებენ საერთო სტიმულზე, ხოლო ხალხის მასა უამრავი ინდივიდების სინთეზს გულისხმობს, რომელიც მჭიდროდ ინტეგრირებულია. სოციალური მოძრაობა ორგანიზებულად დაგეგმილი, ჩამოყალიბებული სინდიკატია, რომელიც იმართება შემუშავებული სქემის მიხედვით და ამგვარად ახდენს ინდივიდების კონსოლიდაციას. მასობრივი ქცევა და ხალხის მასა რაცინალური ფაქტორის ნაცვლად, ემოციურით იმართება; არეულობის შემთხვევაში - აგრესია და სიძულვილი, პანიკის კი შიში.

მასობრივი ქცევა კონსტრუირდება ინფორმაციის ერთმანეთზე გადაცემით და დიფუზიით, რომელიც სხვადასხვა კლასიფიკაციის შეიძლება იყოს. მასობრივ შეხედულების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს რელიგიური, ეთნიკური, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული ფაქტორები. იმფორმაციის სტაგნაცია იმდენად შეუძლებელია, რამდენამდაც ინფორმაციის მიღება/დამახსოვრების აღმოფხვრა სოციალურ ჯგუფში. წარსულიდან რუდიმენტული ფორმით მიღებული ინფორმაცია ფუნდამენტურად აყალიბებს საზოგადოებრივ შეხედულებას, რომელსაც ემატება სპონტანურად ან გამიზნულად სხვადასხვა ინფორმატიული შეხედულების დანერგვა/კულტივაცია, რომელიც თანდათან ადრესატი ჯგუფების იდენტობის ნაწილი ხდება. ამგვარად, დამკვიდრებული საზოგადოებრივი შეხედულებები როგორც ნებაყოფლობითი, ისე იძულებითია. თუკი სამმართველო აპარატი განკარგავს მაჟორიტარულად ქცევის პატერნის შემუშავებას ნაციაში, თავისთავად მისი სეგმენტის შემადგენელი ნაწილი, როგორც საზოგადოებრივი ჯგუფი, ირიბად მიიღებს დირექტივას, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციული ტრანსმისიით ყველა ჯგუფის წევრებში მოახდენს დისტრიბუციას. როგორც ჩანს, სამმართველო აპარატი, რომელიც წამომწყებია კოლექტიური ქცევის განსაზღვრის, რომელიც ადგენს ქცევის ზოგად წესს მას შემდეგ, რაც მათდამი მმართველობის დელეგირება შედგება ნაციის არჩევანით, ავრცელებს წამოსულ ინფორმაციას ჯგუფებს შორის. ინფორმაციის მიმწოდებელი, იგივე დედუქციური ცირკულატორი გახლავთ როგორც ინტერნეტ/ტელევიზია, ასევე სოციალური ქსელები თუ პრესა. გავრცელება იძულებითაც ხორციელდება, რომელიც ნიშნავს სამმართველო ორგანოს მიერ ინფორმაციული წყაროების უზურპირებას და კონტროლირებას, რომელიც ასევე თავისი ინსინუაციური გეგმის ნაწილს მიეკუთვნება; სასკოლო დაწესებულებებში სავალდებულო საგნების შემოღება, თამბაქოს ფასების მომატება მწეველების რიცხვის შესამცირებლად, სხვადასხვა სახის აკრძალვის შემოღება და ა.შ. საზოგადოებრივი აზრის გამოვლინება იმ პრიმიტიული ფორმითაც შესაძლებელია, რომელიც მკაცრ და დოქტრინულ ქცევის მაკონტროლებელ ინსტრუმენტებს ცდება, როგორიც მოდის ინდუსტრია, სამომხმარებლო ბრენდებით გატაცებაა და ა.შ.


გუსტავ ლე ბონის “მასის ფსიქოლოგიის’’ თანახმად, ხალხის მასა ინდივიდთა კონსოლიდაციაა, რომლებიც შესაძლოა ინტეგრაციამდე ტოტალურად განსხვავებული იყვნენ ერთმანეთისგან. არზოვნების უნარის წყობიდან გამოსვლა, რომელსაც ანაცვლებს იმპულსურობა და გადამატებული პათეტიკა, გადაჰყავს მასა რადიკალურ ფაზაში, სადაც ამბივალენტური კატეგორიები გვაქვს: სიყვარული-სიძულვილი, მონატრება-გაქცევის სურვილი, ქება-შეურაცხყოფის მიყენება და ა.შ. მას დამოუკიდებელი აზრი არ გააჩნია, რომელიც აქტუალიზირდება მასობრივ ქცევაში. მასას კატეგორიულად ესაჭიროება ლიდერი, ერთგვარი მმართველი, რომლის გარეშეც დისფუნქციურია. რასაც ლიდერი მას შთააგონებს, მასაც, როგორც აუტომატი, უყოყმანოდ ასრულებს.

როგორც ტრაიანეს ცნობილ წერილში პლინისადმი, “ქრისტიანები არ იდევნებიან ანონიმური ბრალდებით’’, ასახავს მათ, როგორც რელიგიური დენომინაციისგან გამოყოფილს და მიჩნეულს, როგორც დამოუკიდებლის. მაშასადამე, მასა გაუგებარი მიზნით და ამოცანით აღარ ოპერირებს, რაც ფაქტობრივად მის სქემაში მისაღწევად შეუძლებელია. წერილში ჩანს მასის სხვა მასისგან გამიჯვნა, მაგრამ როგორც მთლიან ორგანიზმს, უფრო მეტად შეუძლია დამოუკიდებლობა და გამოყოფა, რომელსაც საკუთარი, პრივატული წესები ექნება. ამგვარად, მასის მარგინალიზაცია სხვისგან არ ნიშნავს, მის, როგორც შეკრული ერთიანობის მნიშვნელობის დაკარგვას, სადაც ინდივიდუალური თვისებების და ქარაქტეროლოგიური მახასიათებლების დათმობას შევამჩნევთ. ის დარჩება თავისი შიდა სქემის ერთგული, რომელიც დასახულ მისიას და ფუნქციონირებას კვლავინდებურად გააგრძელებს.

ხოსე ორტეგა ი გასეტი თავის ტექსტში “მასების ამბოხში’’ საუბრობს ადამიანზე, როგორც მასის შემადგენელ ნაწილზე, რომელიც ვრცლად კონსტრუირდება მასში. “ადამიანი-მასა ისაა, ვისაც არ შეუძლია როგორც ცუდი, ისე კარგი მხრიდან შეაფასოს საკუთარი თავი. ვინც თავისთავს აღიქვამს ისეთად, “როგორიცაა ყველა’’ და სულაც არ განიცდის ამას. ’’ აქ გარკვევით ჩანს სუბიექტის მასის ნაწილად ფორმირება. მასში გაწევრიანება, რომელიც ნიშნავს კომპრომისს ინდივიდუალურ რწმენასთან თუ განსჯის უნართან. მასისგან “გაძარცვული’’ ინდივიდი თავისი ნებით დეინდივიდუაციის ფაზის გავლით მასში წევრიანდება.

სოციალური მოძრაობა კოლექტიური ქცევის შემადგენელი ელემენტია, რომელსაც შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა რეფორმების გასატარებლად. სოციალური მოძრაობა მასისგან ინდივიდუალური შეგნებით და გეგმის რელევანტურობით განსხვავდება, ხოლო მასა რადიკალური ზომების მიმღები, ძალაუფლების წყურვილ გამოვლენილ ინდივიდუალობადაკარგული მანქანაა.

კოლექტიური ქცევის სრული კომპლექტი, რაც იქნა განხილული, ინფორმაციის დანერგვის და დიფუზიის, როგორც ობიექტი, ისე საბაბი შეიძლება გახდეს. ინფორმაცია კი როგორც საზიანო, ისე სასარგებლო შეიძლება იყოს მიზანში ამოღებული კლასის, ჯგუფის თუ კასტისთვის.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:გიგი უგრეხელიძე
გიგი უგრეხელიძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0