x
image
ირინა მ.
Mediator image
მბრუნავი ციხეები (+ვიდეო)

image


ფილოსოფოს-უტილიტარისტი, ჯერემი ბენტამი მე-18 საუკუნის წარმომადგენელია. მან ბევრი რამით გაითქვა სახელი. მაგალითად, მოაზროვნემ დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, თავისი მუმია მშობლიურ ოქსფორდის უნივერსიტეტს უანდერძა.


image


ის დღემდე დააქვთ სხვადასხვა სამეცნიერო შეკრებებზე. იყო ჰუმანისტი, ლიბერალი და ცხოველთა დამცველი. თუმცა შთამომავლებს იგი ძირითადად იდეალური ციხის გამოგონებით დაამახსოვრდა.

პროექტს "პანოპტიკუმი" ეწოდებოდა. შენობა წარმოადგენდა თავისებურ არენას, ოღონდ პირიქით: ტუსაღები მოთავსებული იყვნენ საკნებში, რომელიც წრის ნაპირების გასწვრივ იყო განლაგებული, ბადრაგი კი ცენტრში. ბადრაგი ყველა პატიმარს ხედავდა, მას კი ვერავინ. ასეთი მდგომარეობა ტუსაღებს მუდმივი კონტროლის შეგრძნებას უქმნიდა (იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეციხოვნეს ეძინა). ერთ-ერთ ასეთ ციხეში, პრესიდიო მოდელოში (კუბა), 1953-1955 წლებში პატიმრობას იხდიდა ფიდელ კასტრო.


image


მბრუნავი ციხეები


ამერიკელმა უილიამ ბრაუნმა 1881 წელს მბრუნავი ციხეები გამოიგონა. ამ ციხის პრინციპიც იგივე იყო-ცილინდრი, მაგრამ პირიქით: ტუსაღები წრის შიგნით იყვნენ, მეციხოვნეები კი წრის გარეთ. ცენტრში იყო ღერძი, რომლის გარშემო სამკუთხა საკნები ბრუნავდა სპეციალური მექანიზმის საშუალებით. მოკლედ, ეს იყო კარუსელი, რომელიც პერიოდულად ბრუნავდა.


image


image


მბრუნავი ციხეების მთავარი გამოცანაა - საერთოდ რისთვის იყო საჭირო და რა უპირატესობა ჰქონდათ მათ? შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რა რთული იქნებოდა დინამიტით შეიარაღებული თანამზრახველებისთვის იმის გარკვევა, სად იმყოფებოდა მათთვის საჭირო პატიმარი, იმისთვის, რომ საჭირო კედელი აეფეთქებინათ. თანაც პატიმრებს მუდმივ დეზორიენტაციაში (ალბათ) ამყოფებდნენ. ასეთი ციხიდან გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო.

ასეა თუ ისე, ასეთი 18 ციხე აშენდა და ყველა აშშ-ის დასავლეთში. ზოგი ორსართულიანი იყო, ერთი-პოტავატომი აიოვაში კი-სამსართულიანი.


მოკვეთილი თითები და უნებლიე საწამებელი ოთახი - რატომ შეწყვიტეს მბრუნავი ციხეების ბრუნვა


უილიამ ბრაუნმა პატენტი 1881 წელს გააფორმა, 1882 წელს კი უკვე პირველი ასეთი ციხე აშენდა. უკანასკნელმა ციხემ 1975 წლამდე იმუშავა. თითქოს წარმატებული ექსპერიმენტი იყო, თუმცა ყველა ციხეს პრაქტიკულად მაშინვე აჩერებდნენ. ჯერ ერთი, პატიმრებს (ხანდახან ზედამხედველებსაც) ავიწყდებოდათ ციხის გისოსებიდან ხელის აღება და ბრუნვის დროს თითები ჰყვებოდათ, რის შემდეგაც თითების ამპუტაცია ხდებოდა საჭირო. მეორე, მეციხოვნეებს უბრალოდ ეზარებოდათ საკნების ბრუნვა.


imageimageimage

კიდევ, იქ იყო ვენტილაციის პრობლემაც. ამ სისტემის ყველაზე დიდი ნაკლი კი გახლდათ ის, რომ ხანძრის შემთხვევაში, სავარაუდოდ ყველა მსჯავრდებული დაიღუპებოდა: გასასვლელი მხოლოდ ერთი იყო და ყოველი საკნიდან ყოველი პატიმრის გამოსაშვებად საჭირო იყო ციხის მთლიანად "დატრიალება", რაც გარკვეულ დროს მოითხოვდა.

დღესდღეისობით ასეთი ციხეებიდან მხოლოდ სამია შემორჩენილი და სამივე მუზეუმია: მონტგომერის ოლქში, გალატენეში და კროფორდსვილეში. ამასთან ეს უკანასკნელი კარგად შემოინახა, მექანიზმები გასაოცრად მუშაობს. ბოლო პატიმარი იქიდან 1973 წელს გაუშვეს.

იხილეთ სხვა სტატიები:






მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხეში სულ ორი საკანია

image


ქალთა უნიკალური, თავისუფალი ციხე ავსტრალიაში, სადაც პატიმრებს ციხის ფარგლებს გარეთაც შეუძლიათ მუშაობა

image


ზოგიერთი არქიტექტორის მიერ სილამაზის აღქმა, აშკარად განსხვავდება საყოველთაოდ მიღებულისგან

image


მრავალი საუკუნის წინ, კლდეზე აშენებული ესპანეთის ქალაქი

image


როგორ ისვენებდნენ ზღვაზე 100 წლის წინ (ფოტოები)

image


ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში

image


უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა

image


მკვლელი პოლიციას ევედრებოდა, რომ მოეძებნათ და აეყვანათ, რადგან თვითონ შეჩერება უკვე აღარ შეეძლო

image


ისტორია მოზარდის შესახებ, რომელმაც სახლის ეზოში ატომური რეაქტორი ააწყო

image


შესაძლოა, ამ ვილაზე ჩაუტარდათ გაქცეულ ნაცისტებს სახის პლასტიკური ოპერაციები

image





0
382
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
382