x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ინდოეთში პირველად, ტრანსგენდერი წყვილი ბიოლოგიური მშობლები გახდნენ

image



ინდოელი ტრანსგენდერი წყვილი პავალი და ზაჰადი ინტერნეტში მას შემდეგ გახდნენ პოპულარული, რაც ორსულობის ამსახველი ფოტოსესია გაავრცელეს.

ისინი არ შეუშინდნენ საზოგადოების დამოკიდებულებას და თავიანთი ბედნიერების გაზიარება თამამად სცადეს. ახლა უკვე ახალშობილი ჰყავთ, რომლის სქესსაც არ ამხელენ.



image



image

ზია პავალი



image

ზაჰადი ორსულობისას




ზაჰადი პირველი ტრანს მამაკაცია, რომელმაც ბავშვი გააჩინა.



ბავშვის გაჩენა უდიდესი ეტაპია სამხრეთ აზიის ქვეყნებისთვის. აქ ისევე როგორც სხვა დანარჩენ მსოფლიოში ტრანსგენდერი ადამიანები სხვადასხვა სტიგმის წინაშე დგანან. კარგი ამბავი ისაა, რომ 2014 წლიდან ტრანსგენდერი ადამიანები აღიარებულნი არიან მესამე სქესად, რაც მათ უფლებებებს სიმყარეს სძენს.



image

ზაჰადი და პავალი



ზია პავალი, რომელიც მამაკაცად დაიბადა და მისი პარტნიორი, ზაჰადი, რომელიც - ქალად, დაორსულებისას სქესის შესაცვლელად ჰორმონულ თერაპიაში იმყოფებოდნენ. ბავშვის დაბადებისას საავადმყოფოს ხელმძვანელობას სთხოვეს ბავშვის მამად ზაჰადი გაეტარებინათ, დედად კი - ზია პავალი.



ადგილობრივი მედიის ცნობით, ზაჰადი 23 წლისაა, პავალი კი 21-ის.


მათ ბავშვზე ზრუნვის პასუხიმგებლობაც გადანაწილებული აქვთ - ზაჰადი აპირებს სამსახურში დაბრუნებას, ახალშობილზე კი ზია იზრუნებს.


image

image




image


0
293
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0