x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დღეს ხვიჩა კვარაცხელია "აკერია" ყველას პირზე, არა და გვყავდა ფეხბურთელი რომელიც ბევრად ძლიერი იყო ყველა მონაცემებით

image
ძალიან მიხარია ნებისმიერი ქართველი სპორცმენის წარმატება, სპორტის სახეობის განურჩევლად და ორმაგად მიხარია როცა სპორტის ჩემთვის საყვარელი სახეობის-ფეხბურთის ქქართველი მოთამაშეების წარმატებულ თამაშებს რომ ვუყურებ.
ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებული და პროგრესირებადი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც იტალიის სერია А-ს გუნდში "ნაპოლში" წარმატებით ართმევს თავს მწვრთვნელის მიერ დასახულ ამოცანას.

ახლა ლამის მთელი საქართველო ხვიჩას გულშემატკივრობს და ეს მისაღებიცაა და ბუნებრივიც, მაგრამ გულდასაწყვეტია ის ფაქტი რომ ძალიან სწრაფად ვივიწყებთ ხლო წარსულში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც ხვიჩაზე მაღალი კლასის ფეხბურთელები იყვნენ. ხვიჩას ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ თქვენთან ერთად პატივცემულო მკითხველო, მე უბრალოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ და აქვე განვამრტავ: ხვიჩას მიმართ არანაირი უატყოფითი დამოკიდებულება არ გამაჩნია, მეტიც-შორეულ, მაგრამ ნათესავად მერგება და თუ ვინმეს გაუხარდება ხვიჩას წარმატებები, ერთერთი მათგანი მეც ვარ.

ქართველებს ზოგადად როცა წარმატებული სპორცმენები ხდებიან ხშირად სიზარმაცე "ეწვევათ სტუმრად" და წარმატებული სპორცმენი იფუჭებს კარიერას, გაიხსენეთ მოსკოვის "ლოკომოტივში" მოთამაშე ზაზა ჯანაშია, რომელიც საოცარ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სიზარმაცის და დისციპლინის მუდმივი დარღვევების გამო ეროვნული ნაკრებიდანაც დაითხოვეს და ფეხბურთიდანაც ადრე წავიდა.
გაიხსენეთ მალხაზ ასათიანი, ფანტასტიურად ტექნიკური ფეხბურთელი რომელიც უბრალოდ დაიკარგა რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ.

გავიხსენოთ გიორგი ქინქლაძე, თვითნაბადი ნიჭის ქართველი ფენომენი, რომელიც აუცილებლად ითმაშებდა ევროპულ გრანდებში რომ არა მისი სიზარმაცე და ტრავმები.
ვისაც ნანახი აქვს მისი თამაშები დამეთანხმება, კვარაცხელიას ასაკში ქინქლაძე ბევრად მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო. ფეხბურთელი რომელიც უზუსტეს გადაცემებს აკეთებდა, პრაქტიკულად ბურთს არ ჰკარგავდა და რაც მთავარია ჰქონდა დრიბლინგის განუმეორებელი სტილი, რომელიც როგორც სამხედროს მაგონებს მძიმე ტექნიკის სოლო რეიდს მოწინააღმდეგის დაცვის გასარღვევად.
გიორგი ქინქლაძე მაშინ მივიდა ინგლისის "სიტის" გუნდში როცა გუნდი წარმოუდგენელ დაღმავლობას განიცდიდა, სწორედ ამ გუნდში გაიბრწყინა ქინქლაძემ საოცრად, მისმა თამაშმა ისეთი ღრმა კვალი დატოვა "სიტის" გულშემატკივრებში, რომ გიორგი ქინქლაძე სამუდამოდ შევიდა გუნდის ტოპ-10 ფეხბურთელში.

ქინქლაძე იყო დაუმუშავებელი ალმასი რომლის დამუშავებას მუდმივი ვარჯიში და მონდომება ჭირდებოდა, ეს რომ გაეკეთებინა ქინქლაძეს ის აუცილებლად ითამაშებდა ან ევროპულ გრანდებში, თუნდაც მადრიდის "რეალში" ან კატალონიის "ბარსელონაში".

სამწუხაროდ ასე არ მოხდა და სწორედ აქედან გამომდინარე მინდა ვუსურვო ხვიძა კვარაცხელიას მეტ მონდომებას, რომელიც აუცილებლად აისახება მის კარიერულ წინსვლაზე. ვფიქრობ "ნაპოლი" არაა ხვიჩას გემის პორტი, მან ბევრად მაღალი კლასის გუნდში უნდა ითამაშოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, შრომა-მონდომება და სურვილი.

აი როგორ თამაშობდა გიორგი ქინქლაძე თავის დროზე.


გიორგი ქინქლაძე საკუთარი "ბენტლით".
image

0
578
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
578