x
დევიაციური ქცევა და სოციალური კონტროლი
საზოგადოების საკეთილდღეოდ შემუშავებული ნორმას, რომელსაც უნდა უსაფრთხოების, ქცევის ზოგადი წესის დანერგვა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სტაბილიზაცია და მისი აქსელერაცია, საფრთხის ლიკვიდირება და მინიმიზაცია, რომელიც საჯარო, საერთო კონსენსუსითაა მიღწეული, ხშირად დარღვევის და შეუსრულებლობის საგანი ხდება. სოციალური ნორმის რღვევა, იგივე დევიაციაა. მიღებული და დამტკიცებული ნორმა ღირებულებითი სისტემის გარეგანი გამოხატულებაა. მას შეუძლია დაარწმუნოს ინდივიდი/ჯგუფი თავისივე ეფექტურ ფუნქციონირებაში აუთენტურობით, თუ რამდენად აუცილებელი და მიზეზ-შედეგობრივია. ნორმა ასევე დამკვიდრებული სოციალური ცხოვრების პროდუქციაა, რომელიც საერთო განსჯით და შეთანხმებით სეკრეტორულად შორსაა ჯგუფისგან, რაც განაპირობებს მის კონსერვაციას აპრიორულად, საერთო კეთილდღეობის ხარჯზე.

თუკი ნორმა საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება, მაშინ რატომ ჩნდება დევიაცია? რა განაპირობებს ინდივიდის/ჯგუფის გადახვევას ქცევის ზოგადი წესიდან?

რობერ მერტონის “მიზნისა და საშუალების განშრევების თეორიის’’ თანახმად, სოციუმში დაფასებულ წარმატებას, რომელიც ინდიკატორია უზრუნველი და კეთილდღეობრივი ცხოვრების, შეუძლია ჯგუფების ინტეგრაცია, როგორც ნებაყოფლობით, ასევე კაბალურად. ამგვარად, დაფასებულ და ზენიტში მყოფ წარმატების ნუსხა ამთლიანებს ჯგუფებს და უჩენს მოთხოვნილებას, რომ ყველა მათგანი მასთან ასიმილირდეს, ესეიგი გახდეს წარმატებული. მათ შორის, ვინც წარუმატებელი რჩება დაბალი სოციალური სტატუსის, ინდიფერენტულობის, დეზორიენტირებულობის გამო, განიცდის დაძაბულობის განცდას, რომელიც პრაქტიკულად უსიამოვნოა.

მერტონის მოსაზრებით, დაძაბულობის განცდა მის სალიკვიდაციოდ ეძებს ალტერნატიურ წყაროს, რომელიც ფაქტობრივად მიზნად შეიძლება ჩაითვალოს. ალტერნატივა, უმეტეს შემთხვევაში, დევიაციურია. ამბიციების შეუსრულებლობით, წარუმეტებლობით გამოწვეული ფრუსტრირებით, ილეგალური ალტერნატივით ვიღებთ “ანომიის ვითარებას’’, რომელიც ნორმების რღვევის მაპროვოცირებელია. როგორც აღინიშნა, წარმატებაზე პედალირება განაპირობებს გარკვეული სეგმენტის ფრუსტრირებას, რომელიც პროვოცირდება საზოგადოებაში წარმატებაზე მაღალი ფასის დაწესებით. ილეგალური ალტერნატივა, ბუნებრივია ოპოზიციურია ნორმასთან მიმართებით, მაგრამ როგორც დაძაბულობის მინიმიზატორი, წარუმატებელ ჯგუფებს საფუძვლიანად ეხმარება.


რამდენად შეიძლება მართებულად ჩაითვალოს მერტონის მიერ საზოგადოების ამგვარი კონოტირება, რომელიც ინიციატორია საზოგადოებრივ ჯგუფებს უბიძგოს დევიაციისკენ, ილეგალური ალტერნატივების მოპოვებით. უზურპატორი ორგანიზმი სოციუმად მოდიფიცირებული დამნაშავეა ჯგუფის წარუმატებლობაში, ცხოვრებით უკმაყოფილებაში, რადგან აღიარებს წარმატებას, როგორც უმაღლეს მაქსიმას. ნორმიდან გადახვევა, ალტერნატივის პოვნა, სადაც დაძაბულობა მინიმუმამდე დაიყვანება, წარუმატებლობითაა გამოწვეული, რომელიც საზოგადოებრივ რწმენასთან კონფრონტაციით მიმდინარეობს შეუფერხებლად.

ალტერნატიული პრიზმა იძლევა საშუალებას განეიტრალდეს წარუმატებლობით გამოწვეული დაძაბულობის განცდა და ლეგანიზდეს უმცირესობაში მყოფი ჯგუფების ალტერნატიული ქცევები. რა თქმა უნდა, ტრანსპოზიციული გაერთიანება ადგენს მათთვის სასურველ ნორმებს, რომელიც მეორე მხრივ ნების დართვაა იმ ქცევის, რომელიც წინად დაწუნებული გახლდათ. ამგვარად, მიკრო ჯგუფში გადასულები თავისუფლდებიან რეგულაციისგან და ეძლევათ ჰიუგო გროციუსის ერთგვარი “Mare Liberum (1609), სადაც შეზღუდვის გარეშე ხდება მათი ქცევითი პროექტების რეალიზება, რომელიც, თავისთავად დევიაციურია.

ნორმების დარღვევა, რომლის შემდეგი ეტაპი მიკრო ჯგუფებში გადასვლაა ალტერნატიული საშუალების პოვნით, გამოწვეულია ფრუსტრაციით, საზოგადოებრივ რწმენებთან დაპირისპირებით, მაგრამ განა დევიაცია სოციალურ კლასთან დაკავშირებული აქტია? ნუთუ ნორმიდან გადახვევა მაშინ გვაქვს, როცა მას დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ანხორციელებს? ნამდვილად მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ სხვა ფენის წარმომადგენელი ნორმიდან არ უხვევს? რა თქმა უნდა, არა. დევიაციას სოციალური კლასი არ გააჩნია, მას ნებისმიერი ფსიქოლოგიური კონსტრუქციის ადამიანი მიმართავს, სოციალური რანგის მიუხედავად.

დევიაციის ონტოგენეზის გაგება დამოკიდებულია თვით ნორმაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენს შემთხვევაში განხილული დევიაციური ფორმა შეესაბამება სოციალური სფეროდან ინდივიდების გადასვლას მიკრო ჯგუფებში, სადაც მანამდე განუხორციელებელი ქცევის მოდელები აკრძალული და დაუშვებელია, რომელიც რეგულაციის გამოყენებით იბლოკება და ვერ ხერხდება მისი გამომზეურება. დევიაცია ფოკუსირდება საზოგადოებრივ ატიტუდზე, რომელიც ამავე შემთხვევაში საყველთაოდ აღიარებული წარმატებაა.

თუ დევიაცია საზოგადოებრივი ნორმების დარღვევას გულისხმობს, რას ნიშნავს ნორმის თავად სუბსტანცია, რომელიც მას აკორექტირებს და აყალიბებს. აგრეთვე რეგულაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება ნორმების კონტროლი, როგორც მათი დაცვა დარღვევისგან.

ნორმატიული აქტი განაპირობებს წესრიგის შენარჩუნებას, რომლის დარღვევა ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის. საყოველთაოდ შეთანხმებული, კონგენიალური კონსენსუსის გამოხატულება მდგომარეობს საფრთხის, საშიშროების, ზიანის აღიარებაში, რომელიც უნდა დაიძლიოს და დამარცხდეს აკრძალვის ან რეგულაციის შემოღებით. ნორმა შესანიშნავად ასრულებს ვალდებულებას, ხოლო მისი დაცვის ოპერაცია უნდა იმართებოდეს კონტროლის მეშვეობით.

სოციალური კონტროლი ერთგვარი ბერკეტია სახელმწიფოს, რომელიც ადამიანების ქცევას აკონტროლებს ინსტიტუციონალურად ნორმებთან და წესებთან კოჰესიურობაში. მიზანი და დანიშნულება მდგომარეობს მოქალაქეების წესრიგის აუცილებლად დაცვის უზრუნველყოფაში. კონტროლი შესაძლებელია ხორციელდებოდეს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც განათლების, ჯანდაცვის, ჯარის, შრომის, საგარეო ურთიერთობების, კულტურული თუ სპორტული სამინისტროების სისტემათა ინტეგრაციაა. სოციალური კონტროლი არ გულისხმობს მხოლოდ სამმართველო აპარატის შიგნით სტრუქტურების მეშვეობით გაკონტროლებას სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, იგი შეიძლება გამოყენებული იქნას სახელმწიფოსგან გამიჯნული რელიგიური ინსტიტუციის მიერაც, აგრეთვე მას აქტიურად იყენებს ოჯახი, როგორც ერთ-ერთი ინსტიტუცია, საკუთარი წევრების მიმართ. ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუტს, ორგანიზაციულ სუვერენს შეუძლია სოციალური კონტროლის მეშვეობით ობიექტების, კერძოდ ჯგუფების/ინდივიდების გაკონტრლება, ამის გამო უმჯობესი იქნებოდა გვეთქვა სოციალურ კონტროლზე, როგორც ორმაგ სტანდარტზე, რომელიც შესაძლებელია იყოს, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური.

ფორმალური კონტროლი ხორციელდება ინსტიტუციების მიერ, დირექტიულად და მკაცრად ნორმატიულ დონეზე. ინდივიდებს თავისუფალი ნება ლიკვიდირებულია ნორმის შესრულებასთან მიმართებით. იძულებული არიან მკაცრად და სკრუპლუოზურად დაიცვან შეფასების გარეშე. როგორც ითქვა, ფორმალურად განხორციელებული კონტროლი ნაწარმოებია სახელმწიფოს ქვეშ დაქვემდებარებული ინსტიტუტებით. შესაძლოა გვქონდეს ცენზურის დაწესება, სხვადასხვა სეგმენტში აზრის თავისუფლების შეზღუდვა, აკრძალული ქცევის განმეორებისთვის პირთა წრეების დამცირება, იარლიყის მიწებება და ა.შ.

ფაქტობრივად ყველა შესაძლებლობის გამოყენება სახელმწიფოს მიერ ტოტალურად მართვადი ინსტიტუციების მიერ. რა თქმა უნდა, კონტროლი შეზღუდვას გულისხმობს და ვერ იქნება პოზიტიური. კონტროლის დანიშნულება, როგორც ითქვა, საზოგადოებრივი კეთილდღეობის, სუვერენიტეტის, წესრიგის შენარჩუნებაა.

არაფორმალური კონტროლი ხორციელდება შიდაჯგუფურ დონეზე; ოჯახში, მეგობრებში, მცირე სოციალურ წრეებში. მის გამოვლინებად ითვლება სუბიექტის ჩაგვრა, შერცხვენა, დამცირება, ასევე საჯარო ადგილებში ტანსაცმელზე რეგულაციის გამკაცრება. როგორც გამოჩნდა, სოციალური კონტროლის არაფორმალურობა მდგომარეობს არაფორმალური, არასახელმწიოებრივი ინსტიტუციების მიერ განხორციელებულ კონტროლში.

დევიაციის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ანხორციელებს კონტროლს, რომლის მიხედვითაც შემუშავდება წესები, კანონები, რეგულაციები, რომელმაც უნდა შეაკავოს ნორმის დამრღვევი ინდივიდი და დაიცვას საზოგადოების მშვიდობა, წესრიგი და ჰარმონია. დევიანტს მოექცეს ადეკვატურად, კონტროლის მეშვეობით, როგორიც პენიტენციალური დაწესებულებაში გადაყვანაა თუ სხვა. იმისთვის, რომ საზოგადებისთვის საშიშროების მომტანი და წესრიგის დამრღვევი იზოლირებული ამყოფოს.

დევიაცია საზოგადოებრივი საკეთილდღეოდ მიმართული ნორმის დარღვევაა, რომელიც სიმძიმის, კალიბრის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ნორმიდან გადახვევა, რომელიც მის დაუმორჩილებლობაში და წინააღმდეგობაში მდგომარეობს, სოციუმის სტაბილურობის მიმართ საზიანოა. საფრთხის სალიკვიდაციოდ სახელმწიფო სოციალური კონტროლის განხორციელებით, რომელიც მის გავლენის და ეგიდის ქვეშ ინსტიტუციონალურ ფუნქციონირებაში მდგომარეობს, ხელს უშლის დევიაციას, შეიძლება ითქვას, რომ უკან დაჰყვება, რათა დარღვევის შემთხევაში ინტერვენცირდეს მიყენებული ზიანი, რომელიც ჯგუფების/ინდვიდის მიერ ნორმიდან გადახევითაა გამოწვეული. კონტროლი, ბუნებრივია შეზღუდვას ნიშნავს, რომელიც ერთი მხრივ ინსტიტუციონალური კონტროლით ებრძვის ნორმის დამრღვევს, მეორე მხრივ იცავს ნორმას დარღვევისგან.

დანაშაული სოციალურ კლასში არ მდგომარეობს, მას ნებისმიერი ფენის ინდივიდი თუ გაერთიანება მიმართავს. ჩადენილი კანონდარღვევა, რომელიც საზოგადოებრივი დესტაბილიზაციის წინაპირობაა, უნდა ლიკვიდირდეს. სახელმწიფო სოციალური კონტროლით ვალდებულია აღადგინოს წესრიგი და სხვებიც გააფრთხილოს ნორმის დარღვევით გამოწვეული საშიშროების შესახებ.

ალტერნატიული საშუალება მიკრო ჯგუფების ჩამოყალიბება, სტრუქტურალიზაციაა, რომელშიც ლეგალიზდება კანონსაწინააღმდეგო ქცევა. რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობის პრინციპი თანასწორად ავალდებულებს ყველას მორჩილებას და ლოიალურობას მის წინაშე. მეორადი გაერთიანება, სადაც საზოგადოებას გამოქცეული ინდვიდები თავშესაფარს პოულობენ, ვერ დაიცავს და დაეხმარება სასჯელისგან ან პასუხისმგებლობის არიდებისგან. ალტერნატიული ჯგუფის პოსტულატი რეაქციაა საწუმატებლობის, ფრუსტრაციის და მარცხის, რომელიც უსიამოვნების განცდას იწვევს და რადგანაც ინდვიდებს მისი შემცირების და მინიმიზაციის უტყუარი ტენდენცია აქვთ, ამიტომ იქმნება დამატებითი, მეორე სივრცობრივი განზომილება, სადაც წახალისებულია მანამდე დაწუნებული ქცევა და ამგვარად, წარუმატებლობისგან გამოწვეული განცდა დევიანტს თავშესაფრის პოვნით თანდათან უმცირდება.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:გიგი უგრეხელიძე
გიგი უგრეხელიძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0