x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები? ამერიკელი ექსპერტი კიევს “სერიოზული სირთულეების” წინაშე ხედავს
უკვე თითქმის ერთი წელიწადია, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი გრძელდება. მთელი მსოფლიო გაფაციცებით ადევნებს თვალს უკრაინელი ერის გმირულ ბრძოლას ოკუპანტი რუსეთის და პუტინის ტერორისტული და დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ. ექსპერტები კი მუდმივად განსხვავებულ პროგნოზებს აკეთებენ. “ომის კვლევის ინსტიტუტის” (ISW) მიერ გაკეთებული ანალიზის თანახმად კრემლმა უკანასკნელ პერიოდში ინიციატივის საკუთარ ხელში აღება მოახერხა.


არადა, ბოლო თვეებში უკრაინა წარმატებით ახერხებდა რუსული თავდასხმების მოგერიებასაც და დიდი სტრატეგიული უპირატესობის შენარჩუნებასაც. თუმცა, როგორც ამჟამად ჩანს, სიტუაცია გარდამტეხ წერტილს მიუახლოვდა. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, ჯორჯ ფრიდმანის აზრით მდგომარეობა უკრაინაში “ურთიერთობათა გარკვევის” მიჯნასთანაა.


თავის ჟურნალში, რომელსაც Geopolitical Futures ეწოდება, ფრიდმანი სიტუაციას უკრაინაში “სულ უფრო სახიფათოს” უწოდებს. აქამდე უკრაინის არმია აკავებდა რუსეთის საჯარისო შენაერთებს და გასაქანს არ აძლევდა მათ, მაგრამ ახლა ყველაფერი უკვე სხვაგვარად არის; საქმე იმაშია, რომ უკანასკნელი თვის მანძილზე რუსეთმა უკრაინული არმიის მოგერიება ისწავლა.


ეს თუ ნორმად გადაიქცა, უკრაინა ექსპერტის აზრით “სერიოზული სირთულეების” წინაშე აღმოჩნდება.



უკრაინას დიდი სიშორის რაკეტების მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და ამიტომ არ შეუძლია რუსეთის მომარაგების და აღჭურვილობის საცავების განადგურება, რაც სერიოზული გამოწვევაა.


რატომ არ მიეწოდება უკრაინას დიდ სიშორეზე მოქმედი რაკეტები? ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მსგავსი შეიარაღებით უკრაინას რუსეთის ტერიტორიების დაბომბვა შეუძლია. არადა, ამერიკას ნათლად აქვს გაცხადებული, რომ მას არ სურს, რომ რუსეთის ტერიტორიებზე უკრაინის მხრიდან განხორციელდეს თავდასხმა.


როგორც ფრიდმანი საუბრობს, მას სმენია, რომ ამერიკამ არათუ მოსთხოვა უკრაინას, რომ ამ უკანასკნელმა თავი დაანებოს რუსეთის ტერიტორიების დაბომბვაზე ფიქრს, არამედ თავადვე უკრაინისთვის გასაგზავნი რაკეტების მოდიფიცირებაც კი მოახდინა, რათა მათ საცეცხლე რადიუსში რუსეთის ტერიტორია არ მოხვედრილიყო.


უკრაინა ერთის მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას იმ კუთხით, რომ არ შეუძლია გაანადგუროს მომარაგების და საჯარისო შენაერთების ბაზები რუსეთის ტერიტორიაზე, მეორეს მხრივ კი არ აქვს საკუთარი მომარაგების ცენტრების და საჯარისო ბაზების დასაცავი ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, ეს კი მას რუსეთთან მიმართებით ძალიან უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს.


ომი

3
300
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
300
  
2023, 24 თებერვალი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3