x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
უკრაინაში განადგურებულმა რუსულმა "ტერმინატორმა" დაადასტურა, რომ აუფეთქებელი სამხედრო ტექნიკა არ არსებობს
image
რუსული საბრძოლო მანქანა "ტერმინატორი" შეიქმნა, როგორც სატანკო შენაერთების მხარდამჭერი საბრძოლო ერთეული.


საბრძოლო მანქანა შექმნილია ცნობილი Т72-ის ბაზაზე, თუმცა დაჯავშნის მხრივ ბევრად ჩამოუვარდება მას, ხოლო საბრძოლო მოდული ცეცხლის მართვის სისტემებით იმდენად მაღალია, რომ შორ მანძილზეც კარგად ჩანს და ხელმისაწვდომია, მართვადი ტანკსაწინაამდეგო სარაკეტო კომპლექსებისათვის.


მიუხედავად ამისა, ეს საბრძოლო მანქანა არაა ხელწამოსაკრავი საბრძოლო საშუალება, რადგან მას გააჩნია მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები შეიარაღებაში, ასევე ააჩნია ქვეითთა საბრძოლო მანქანის წყვილი ქვემეხი, ყველაფრის მიუხედავად, შემსუბუქებული წონიდან გამომდინარე საბრძოლო მანქანა გახდა ბევრად სწრაფი, რაც მას სწრაფი მანევრის საშუალებას აძლევს.


რუსეთი დიდხანს არ გზავნიდა გარკვეული მოსაზრებებით უკრაინაში აღნიშნულ საბრძოლო მანქანას, რადგან მისი აფეთქება ბრძოლის ველზე მისი საოცრად ძლიერი გაპიარების მერე, დამთრგუნველი იქნებოდა რუსი სამხედროებისათვის.



ზოგადად, აუფეთქებელი ტექნიკა არ არსებობს, აფეთქებენ ამერიკულ "აბრამსებს", ებრაულ "მერკავებს", გერმანულ "ლეოპარდებს" და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.


როცა საკმაოდ ძველ პროექტს გამოიღებ ობმოკიდებული თაროდან და წარმოებაში ჩაუშვებ იმის იმედად, რომ მისგან უანალოგო ტექნიკას შექმნი, თან წარმოუდგენლად ძლიერ რეკლამას გაუწევ, მისი დაკარგვა საბრძოლო ვითარებაში ცოტა არ იყოს მისი გამპიარებლებისათვის მთლად სასიხარულო არაა.


უკრაინაში სულ 10 ერთეული "ტერმინატორი" გაიგზავნა და საკმაოდ წარმატებულად ართმევდნენ დასახულ ამოცანებს თავიდან თავს. 27 მაისს "ტერმინატორი" პირველად დააფიქსირეს ვიზუალურად უკრაინელმა მებრძოლებმა, როცა საბრძოლო მანქანა ლისიჩანსკ-ბახმუტის ტრასაც ცხრილავდა, სანამ საქმეში უკრაინელი არტილერისტები ჩაერთვებოდნენ რუსული საბრძოლო მანქანა ბრძოლის ველს გაეცალა და მისი აფეთქება ვერ მოხერხდა.


სამაგიეროდ რამდენიმე "ტერმინატორის" დაზიანება მოხერხდა, მაგრამ აფეთქება და მისი ხელში ჩაგდება არ მომხდარა.


9 თებერვალს ტყეში გამავალ გზაზე, დონბასის რეგიონში უგლედარის რაიონში უკრაინელი საზღვაო ქვეითების სადაზვერვო დანაყოფის მიერ დრონით კორექტირებული ცეცხლის შედეგად განადგურდა რუსული "ტერმინატორი", მასთან ერთად ასევე გაანადგურეს ორი ტანკი, აქედან ერთი "Т-90М"-ი, ნაღმსაწინააღმდეგო ტრალით და მეორე კი "Т-80 БВМ".


ამ აფეთქებით დაიმსხვრა მითი "ტერმინატორის" უძლეველობაზე, საცეცხლე უზრუნველყოფის სიძლიერეზე, მანევრირებადობაზე და დაცვის მაღალ დონეზე.


image

0
265
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
265