x
image
თეო-ელე-ნათი
როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას

imageალბათ დამეთანხმებით, რომ ცხიმი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე და განსაკუთრებით მუცელზე ნამდვილად არ არის მიმზიდველი. სწორედ ამიტომ დიდი მუცლის მქონე ადამიანები ლამობენ მის სამუდამოდ მოცილებას. გარდა ამისა ასეთი მუცელი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.ეს ცხიმთა გროვა, რომელიც გადანაწილებულია მუცლის სხვადასხვა ასპექტზე ქმნის უფრო მეტ საშიშროებას ვიდრე ცხიმი სხულის ნებისმიერ ნაწილზე.მაგალითად ქონი მუცელზე უფრო საშიშია ვიდრე ქონი ბარძაყებსა და
დუნდულებზე. მუცლის ქონი შესაძლოა იყოს ისეთი დაავადების ინიციატორი როგორიცაა: დიაბეტი, ინსულტი და სხვადასხვა გულის დაავადებები.გენეტიკურ მიდრეკილებას ასევე შეუძლია შეიტანოს მცირე წვლილი ჭარბი წონის წარმოქმნაში. მაგრამ სიმსუქნის უფრი დიდი ფაზაში მუცლის ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზია არაჯანსაღი ცხოვრების წესი და არასრულფასოვანი კვება. ( სადაც საკვების დანამატებში გამოყენებულია სხავადასხვა სახის მინარევები)მითი "ლუდის მუცელი" წარმოქმნის მოსაზრებას, რომ მომრგვალებული მუცელი ადამიანს უჩნდება ლუდის ხშირი მოხმარების გამო. imageთუმცა, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის: უშუალო ურთიერთობა ლუდსა და მუცლის ცხიმს შორის არ არსებობს. მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველაფერი სპირტსა და ალკოჰოლზეა დამოკიდებული, რომელიც ზრდის მადას და გავლენას ახდენს ჭარბი წონის მარეგულირებელ ჰორმონებზე.ყველაზე სახიფათო - ტრანს-ცხიმებია.მოცულობის გაზრდა და მუცლის ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას იწვევს არა ცხიმიანი საკვების მოხმარება, არამედ ზედმეტი კალორია. უბრალოდ ერთი ცხიმი უფრო მავნებელია ვიდრე სხვები. კვლევებმა აჩვენეს, რომ ტრანს ცხიმები ზრდიან მუცლის გარშემოწირულობას და ცხიმის მასას.ტრანს ცხიმებს მოიცავენ ისეთი საკვები პროდუქტები როგორიცაა: ორ­ცხო­ბი­ლა, კრეკერი, სწრაფი კვების პროდუქტები, მარგარინი და ცომეული.მამაკაცებს ყველაზე ხშირად ცხიმი უგროვდებათ მუცლის არეში.ქალებს განსხვავებული ჰორმონების გამო ცხიმი დაგროვილი აქვთ დუნდულებსა
და ბარძაყებში. ქალბატონებს 40 წლამდე ესტროგენის რეცეპტორი მაღალ დონეზე აქვთ. ის გზავნის ცხიმს ბარძაყებსა და დუნდულში. შემდგომ კი როცა ესტროგენის დონე ჩვეულ ნორმას უბრუნდება ცხიმი გროვდება მუცლის არეში.ვარჯიშები - მუცლის პრესი არ ამცირებს ცხიმთა რაოდენობას. სხვადასხვაგვარი ფიზიკური დატვირთვები - ამაგრებს მუცლის კუნთებს, მაგრამ თითქმის არ წვავს მუცლის ცხიმს.
ერთადერთი გზა ზედმეტი ცხიმის თავიდან მოსაშორებლად არის სწორი, ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრების წესი: ცურვა, სირბილი. ველოსიპედით სეირნობა, აერობიკა.imageგამხდრებსაც აქვთ ცხიმები. სიგამხხდრის მიუხედავად, ზოგიერთი ადამიანი განიცდის ჭარბ ცხიმს გარკვეულ ადგილებში.ასეთ ადამიანებს უფიქსირდებათ მომატებული ვისცერიული ცხიმის დონე, რომელიც გროვდება ორგანოების ირგვლივ. ეს ადამიანები განიცდიან მომატებულ არტერიულ შაქარსა და ქოლესტერინს სისხლში. ცხიმის წარმოქმნას ასევე ხელს უწყობს არააქტიური ცხოვრების წესი.მაინც არსებობს უკეთესო გზა მუცელზე ცხიმის თავიდან ასაცილებლად - კვება შეზღუდული კალორიით. ამისათვის საჭიროა ყოველდღიური კვების რაციონში ჩავრთოთ ბოსტნეული, მარცვლეულის პროდუქტები, რძის ნაწარმი დაბალი ცხიმის შემადგენლობით, თევზი, კვერცხი, მჭლე ხორცი. ამ პროდუქტების მიღება საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ თქვენს ორგანიზმში საჭირო ნივთიერებების მონაცვლეობა და შეამციროთ თქვენი მუცლისა და წელის მოცულობა. კვლევების უმეტესობა გვიჩვენებს რომ, კვება შეზღუდული კალორიით დაგეხმარებათ სხეულის ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად და რა თქმა უნდა რეგულარული ფიზიკური დატვირთვა საწყისი 30 წუთიდან ერთ საათამდე.

0
708
5-ს მოსწონს
ავტორი:თეო-ელე-ნათი
თეო-ელე-ნათი
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0