x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
56 წლის სალმა ჰაიეკმა თამამი ფოტოებით ყველა შოკში ჩააგდო

image


არც ისე დიდი ხნის წინ, ფილმების "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" და "ფრიდას" ვარსკვლავს 56 წელი შეუსრულდა, თუმცა სალმა ჰაიეკი როგორც ჩანს აშკარად არ აპირებს პოზიციების დათმობას. სოციალურ ქსელებში მისი ფოტოები საცურაო კოსტიუმში უპრობლემოდ აგროვებს ათასობით კომენტარს, ხოლო მედია საშუალებებში მისი ფიგურა კვლავ აღტაცების ობიექტად რჩება - ახალგაზრდებშიც კი. გასულ წელს სალმა მეუღლესთან, ფრანსუა-ანრი პინოსთან და 15 წლის ქალიშვილთან ერთად მექსიკაში ისვენებდა, რომლის პლაჟის ფოტოებმა მის ერთგულ გამომწერებსა და თაყვანისმცემლებში არა მხოლოდ სრული ფურორი და აღფრთოვანება გამოწვია, არამედ ყველა მათგანი კომპიუტერებისა და ტელეფონების ეკრანებს მიაჯაჭვა.


image


სალმა ჰაიეკი ბევრი სხვა ვარსკვლავისგან განსხვავებით სკანდალებით ყურადღების მიქცევას მიჩვეული არ არის, მომავალი მსახიობი მექსიკის ქალაქ კოაცაკოალკოსში 1966 წლის 2 სექტემბერს დაიბადა. გოგონას ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ითვლებოდა: დედა ოპერის მომღერალი გახლდათ, მამა კი ბედს მათივე ქალაქის მერობის კანდიდატადაც კი ცდიდა. გარდა ამისა, პატარა სალმას მშობლები ქველმოქმედებითაც იყვნენ დაკავებულნი. გოგონას ბავშვობამ ოკეანის სანაიროზე გაიარა და მისი ცხოვრება სკოლაში წასვლამდე სრულიად უდარდელი იყო. სამწუხაროდ, მომავალ მსახიობს დისლექსია და ქცევითი პრობლემები დაუდგინდა, ამიტომ სწავლა მისთვის სკოლის მსგავსად, არც უნივერსიტეტში ყოფილა მარტივი, მომავლმა ვარსკვლავმა მალევე გადაწყვიტა ბედი სამსახიობო სფეროში ეცადა.


image


კინოში პირველმა ნამუშევარმა დამწყებ მსახიობს არც დიდება, არც სიმდიდრე და არც სიხარული მოუტანა, თუმცა მის კარიერაში 1995 წელს სრული გარღვევა მოხდა: რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სალმამ მაინც მოახერხა რეჟისორი რობერტ როდრიგესის დარწმუნება რომ ანტონიო ბანდერასთან ერთად ის იდეალური კაროლინა იქნებოდა მისი მომავალი ბლოკბასტერისთვის "სასოწარკვეთილი".


image


სწორედ მას შემდეგ დაიწყო სალმა ჰაიეკის კარიერაში აღმასვლა, რაც პერიოდული სირთულეების მიუხედავად საბედნიეროდ არ დასრულებულა და ის წარმატებით დღემდე გრძელდება.






0
501
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
501