x
image
თეონა გორდეზიანი
ვინ არის ქართველი, რომელიც სიეტლის სასაფლაოზე ბრიუს ლის გვერდით განისვენებს?

image

ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:


"ვიდრე სიეტლში ჩამოვიდოდი, მოვიკვლიე, თუ რისი ნახვა შეიძლებოდა და აღმოვაჩინე, რომ Capitol Hill's Lake View-ს სასაფლაოზე დაკრძალული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების ცნობილი ოსტატი ბრიუს ლი, ამიტომ სიეტლში ჩასვლისთანავე, გადავწყვიტეთ საფლავზე მისვლა. ვინც აღმოსავლური ორთაბრძოლებით არის გატაცებული, მისთვის ყველაფერი რაც ბრუს ლის სახელს უკავშირდება, საინტერესოა. მისი საფლავისათვის პატივის მიგება, განსაკუთრებული ფაქტია, შესაბამისად, საფლავს ყოველთვის ჰყავს მნახველი. მოკლედ, მე და ჩემი მეგობარი, წარმატებული ქართველი მეცნიერი ვახტანგ შელია, რომელიც ამავე დროს კარატეში შავი ქამრის მფლობელია, სიეტლის სასაფლაოზე წავედით. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რომ იქვე, ბრიუს ლის საფლავთან რამდენიმე მეტრში, საფლავის ქვაზე მართლმადიდებლური ჯვარი და წარწერა - ლიასო არიშიძე ამოვიკითხე".


წყარო:www.allnews.ge

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0