x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ოფიციალურმა სტოკჰოლმა ნება დართო, დაწვან ყურანი თურქეთის საელჩოსთან პროტესტის ნიშნად
image

შვედეთში მსჯავრდებულს და ულტრამემარჯვენე ლიდერს დართეს ნება, დაწვას ყურანის ასლი სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ, რადგან ქვეყანა იბრძვის იმისთვის, რომ დაარწმუნოს პრეზიდენტი ერდოღანი, მიიღონ სკანდინავიის ეს ქვეყანა ნატოში.



41 წლის რასმუს პალუდანს აქვს უფლება დაწვას წიგნი თურქეთის საელჩოს შენობის წინ დღეს, შაბათს, 21 იანვარს; ამავე დღეს იმართება თურქეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ორ დემონსტრაცია.



წარმოშობით ნახევრად დანიელ- შვედმა პალუდანმა განაცხადა, რომ მას სურდა "სიტყვის თავისუფლების აღნიშვნა" მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმის მერიის წინ თურქეთის პრეზიდენტის ტაიფ ერდოღანის თავდაღმა ჩამოკიდებულმა ჩუჩელამ თურქეთში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. სხვათა შორის შვედეთმა ასევე დაგმო ეს პერფორმანსი.


image

ყურანის დაწვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შვედეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მიიღო გადაწყვეტილება შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე უარი ეთქვა.


შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებას ცდილობდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მაგრამ მათი განაცხადები ნატოს წევრმა 30-ვე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.


ორი სკანდინავიური ქვეყანა კვლავ ეყრდნობა თურქეთისა და უნგრეთის ხმებს, რომლებსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2023 წელს დაჰპირდა.


ამავე დროს თურქეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ფიტული, რომელიც გასულ კვირას პროქურთმა აქტივისტებმა ჩამოკიდეს, ეწინააღმდეგება ადრინდელ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შვედეთი და ფინეთი ქურთ ბოევიკებს უნდა გაუსწორდნენ, თუ უნდათ, რომ თურქეთის თანხმობა მიიღონ ნატოში გაწევრიანებაზე.


შვედეთში ცხოვრობს ქურთების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ბევრი გაექცა თურქთა დევნას გასული საუკუნის 1980-იანი წლების ბოლოს.


1
307
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
307
  
2023, 21 იანვარი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1