x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ უთმობდნენ ძველ რომში ქმრები საკუთარ ცოლებს სხვა კაცებს

image


მარცია 19 წლის იყო, როდესაც მამამისმა ის მარკუს პორციუს კატონ უმცროსზე გაათხოვა. იმ დროს მამაკაცი პირველ მეუღლესთან განქორწინებაში იყო, რომელიც მან სახლიდან გარკვეული დანაშაულისთვის გააძევა. მარკუსი მეორე ცოლზე 15 წლით უფროსი იყო. გოგონამ მეუღლეს რამდენიმე შვილიც გაუჩინა და წყვილი საკმაოდ ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, მარსიას ორსულობისას მეხმა დაარტყა, თავად გადარჩა, აი, ბავშვი კი ვერა.


Как проходили свадьбы в Древнем Риме | SPQR | Древний Рим и Древний Мир |  Дзен


წყვილმა ერთად ექვსი წელი იცხოვრა, შემდეგ კი მარკუს კატონი ცოლს გაეყარა! იმდროისთვის მარცია ორსულად იყო. ძველ რომში მსგავსი სახის განქორწინება წახალისებული არ იყო, თუმცა მდიდარი პატრიციების შთამომავალი, ლივია დრუზილაც, პირველ ქმართან განქორწინების დროს ასევე ფეხმძიმედ იყო. ლივია ქმართან დაშორების შემდეგ რომის იმპერიის დამაარსებელ ოქტავიანე ავგუსტუსზე გათხოვდა, რომელმაც მისი ორი ვაჟი პირველი ქორწინებიდან მალევე იშვილა.

image


მარციას თვალი კვინტუს ჰორტენსიუს გორტალუსმა დაადგა. ჰორტენსიუსმა, რომელიც წარმოშობით პლებეური ოჯახიდან გახლდათ პოლიტიკურ მოღვაწედ და კონსულად გახდომა შეძლო. ის მარკუს კატონით აღფრთოვანებული იყო, რომელთანაც დანათესავებას ყველანაირად ცდილობდა. თავიდან ჰორტენსიუსმა კატონს სთხოვა, მისი ქალიშვილი - პორცია, მისთვის დროებით ეთხოვა, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე გათხოვილი იყო და ორი შვილიც ჰყავდა. ჰორტენსიუსი ფიქრობდა, რომ როგორც კი პორცია მას მემკვიდრეს გაუჩენდა, ის მას ქმარსა და მამას უკან დაუბრუნებდა, თუმცა მარკუს კატონმა უარი განაცხადა, რაც გასაკვირი არც იყო, შემდეგ ჰორტენსიუსმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი და მარკ კატონს ამჯერად, მის მეორე ცოლზე, მარციაზე დაქორწინების ნებართვა სთხოვა. კატონმა ფიქრისთვის დრო ითხოვა. ის სიმამრს მოეთათბირა და მისგან თანხმობაც მიიღო. მარციასთვის აზრი არავის უკითხავს. ის იმ დროისთვის დაახლოებით 25 წლის იყო. ჰორტენსიუსი მარციაზე მისი პირველი ქმრის თანდასწრებით დაქორწინდა. მალე წყვილს ქალიშვილიც შეეძინა. ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი, ჰორტენსიუსი გარდაიცვალა. მთელი მისი მემკვიდრეობა მარციას დარჩა. დაკრძალვის შემდეგ გოგონამ ყოფილ მეუღლეს სთხოვა ის კვლავ ცოლად მოეყვანა, რაზეც კატონი დათანხმდა.

image



"კატონმა, ფილიპეს ქალიშვილი, მარცია ცოლად ჯერ კიდევ მაშინ შეირთო, როდესაც ის ძალიან ახალგაზრდა იყო. მეუღლე მასზე ძალიან იყო მიჯაჭვული და მისგან შვილებიც გააჩინა, თუმცა კატონმა ცოლი თავის ერთ-ერთ მეგობარს, ჰორტენსიუს ათხოვა, რომელიც უნაყოფო ქალზე იყო დაქორწინებული, თუმცა შვილი უნდოდა, მას შემდეგ კი, რაც მარციამ მას ვაჟიც აჩუქა, კატონმა ის სახლში კვლავ დააბრუნა". აპიანო "რომის იმპერიის ისტორია".

image

განიკითხა თუ არა ვინმემ ამისთვის მარცია? სულაც არა. პირიქით, ის ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოდ ითვლებოდა, რადგან პირველ ქმარს დაუბრუნდა! კატონსა და მარციას შორის საქორწინო კავშირი რომის სამართლის დებულებების შესაბამისად მოხდა, რომელიც ქმარს ან მამას უფლებას აძლევდა ცოლი ან ქალიშვილი სხვა კაცისთვის გასამრავლებლად ეთხოვებინა. ეს პრაქტიკა იშვიათობას არ წარმოადგენდა, განსაკუთრებით მაღალ კლასებში და სულაც არ ითვლებოდა ექსცენტრიულ ან უხერხულ ქმედებად. ის ეფუძნებოდა იდეას, რომლის თანახმადაც რეპროდუქტიული ასაკის ქალებს შთამომავლობის დატოვებაზე და მაღალი კლასების წარმომადგენელთა გამრავლებაზე უნდა ეზრუნათ.


















0
679
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
679