x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უნდა ითქვას სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერზე!!!" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში სულხან მოლაშვილის შესახებ?

image

გვერდი "ფოთი ნათელი მომავალი" შევარდნაძის ყოფილი მაღალჩინოსნის, სულხან მოლაშვილის შესახებ პოსტს აქვყენებს და წერს, რომ დროა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს მის შესახებ.



"უნდა ითქვას სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერზე‼️
მოკლედ, დეტალები სულხან მოლაშვილის ე.წ. წამების საქმეზე‼️
სულხან მოლაშვილი დააკავეს 2004 წლის გაზაფხულზე. პირველი კითხვა, იყო თუ არა მოლაშვილი დასაკავებელი❓
რა თქმა უნდა იყო‼️
რადგან თავიდან ფეხებამდე კორუფციაში იყო ჩაფლული. არა მხოლოდ თავად, მისი ოჯახის წევრებიც. 300 ლარიან ხელფასზე მყოფი საჯარო მოხელე იმ ქონებას ვერ აგროვებს ვერსად რაც სულხან მოლაშვილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის განმავლობაში დააგროვა‼️
მათ შორის პარიზში მილიონიანი ბინა‼️
დააკავეს, მოთხოვეს მოპარულის დაბრუნება ხალხისთვის, არაო და ჩასვეს‼️-ეს მოკლედ‼️
განაჩენი მურუსიძემ გამოუტანა, რომელიც დღეს ბიძოს ძმაკაცია‼️
ახლა რაც შეეხება სულხან მოლაშვილის ე.წ. წამებას. ეგრეთწოდებულმა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ მისი წამების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თქვა, მოლაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში აწამეს და ამ წამებაში არც მეტი არც ნაკლები უშუალოდ "მონაწილეობდა" გიგა ბოკერია.
თქვა რომ მას თვალები ჰქონდა ახვეული და ზუსტად არ იცის მაგრამ მწამებელის ხმა ბოკერიას ხმას მიამსგავსა‼️
ბოკერიასთან არაა პრეტენზიები და მიშასთან კი⁉️
თვით სტრასბურგის სასამართლომაც კი არ მიიჩნია წამების ფაქტები სარწმუნოდ‼️
მოლაშვილმა ასევე მიუთითა სიგარეტის "ბიჩოკების" დანადებ რამოდენიმე ადგილზე.
თქვენ ვერ გვაჩვენებთ ვერც ერთ საქმეს როცა რეალური წამება მსგავსი ფორმებით მოეხდინოს ვინმეს სადმე. თუ ვინმეს წამება უნდოდათ წინასწარი დაკავების იზოლატორებში უმეტესად იყენებდნენ თავის და ფეხის გულების ადგილებს რომ წამების კვალი არ დატყობოდათ დაკავებულებს. ეს მეთოდი მოდიოდა საბჭოთა ციხეებიდან ეს იყო გავრცელებული ფორმა წამების შევარდნაძის დროსაც და უბრალოდ წარმოუდგენელია თუ ვინმეს მოლაშვილის წამება უნდოდა ის ისეთი მეთოდით ეწამებინა რომელი წამების კვალიც უმარტივესი აღმოსაჩენი იქნებოდა‼️
ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ იზოლატორში სადაც მან მხოლოდ ერთი ღამე გაატარა, მასთან ერთად იმყოფებოდა მოლაშვილის ძმა და მისი მეგობარი ერთ–ერთი მაღალჩინოსანი და თავად თბილისის სამმართველოს იმჟამინდელი უფროსი გრიგალაშვილი.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სულხან მოლაშვილის წამების გარემოებები თვით სტრასბურგის სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია და სახელმწიფოს დამატებითი გამოძიება მოსთხოვა. ეს იმ დროს როდესაც უკვე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო. თუმცა, თეა წულუკიანს ამ საქმეზე გამოძიება არ დაუწყია‼️რატომ არ დაიწყო თეა სწულუკიანმა ხელახალი გამოძიება, ალბათ რთული მისახვედრი არაა‼️
ასევე, მას შემდეგ რაც მოლაშვილის საქმეზე სტრასბურგმა დამატებითი გამოძიების ჩატარება მოითხოვა წამების გარემოებებს არასარწმუნოდ არსებობის გამო, აღნიშნულს გამოეხმაურა ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს იმდროინდელი უფროსი გრიგალაშვილი (ვალერი გრიგალაშვილის ძმაა), რომელიც ამ თანამდებობაზე მოლაშვილის დაპატიმრების მომენტში მუშაობდა და გამოთქვა უკმაყოფილება რომ თეა წულუკიანის უწყება გამოძიებას აგვიანებდა. ის ამ საქმეზე ჩვენების მიცემას სთხოვდა წულუკიანის უწყებას, მაგრამ თეა წულუკიანის პროკურატურამ ეს საქმე დაიკიდა‼️
გრიგალაშვილი აცხადებდა, რომ იმ ვითარებაში, რომელზეც მოლაშვილი მიუთითებდა, წამება შეუძლებელი იყო, რადგან იმ ღამეს, რომელზეც მოლაშვილი აპელირებდა, მოლაშვილთან ერთად წინასწარი მოთავსების იზოლატორში, როგორც უკვე ზემოთაც ავღნიშნე, იმყოფებოდა მოლაშვილის ძმა, მოლაშვილის მეგობარი თანამდებობის პირი და თავად გრიგალაშვილიც. საქმეში მოლაშვილის წამების ფაქტს უარყოფს ის მაღალჩინოსანიც რომელიც იმ ღამით იზოლატორში მასთან ერთად იმყოფებოდა.
ჟურნალისტებს გვინდა გთხოვოთ რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართოთ ზურა აბაშიძეს‼️
ახლა კი ქოცია, მაგრამ იმ დროს იგი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო და თავად შესწავლილი აქვს ეგ საქმე და მან ყველაფერი ძალიან კარგად იცის და იცის თუ რეალურად საედან აღმოჩნდა სიგარეტის რამოდენიმე ნამწვავი მოლაშვილის სხეულზე (იმ დროს ციხეები იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებოდა).
ციხეებში იყოო საშინელი პირობებიო‼️
კი იყო‼️
მაგრამ ასეთი კატასტროფული ციხეები ჩაიბარა მიშამ 2003 წლის ბოლოს ედიკასგან, მოლაშვილი დააკავეს რამოდენიმე თვეში და როგორ მოასწრებდა მიშა ახალი ციხის აშენებას ორიოდე თვეში⁉️
შეგახსენებთ, სწორედ მიშამ ააშენა საქართველოში პირველად ევროპული ციხეები და სამედიცინო დაწესებულებები‼️
P.S. მოლაშვილი 2008 წელს იქნა განთავისუფლებული ‼️პატრიარქის თხოვნით მიშამ გაანთავიდუფლა‼️
შესაძლოა ყველასთვის ეს ცნობილი არაა, მაგრამ მოლაშვილი გახლდათ ნარკოდამოკიდებული. იგი ღვიძლზე მკურნალობდა საფრანგეთის ერთ–ერთ კლინიკაში, 7 წელი ცხოვრობდა მის პარიზის მიიონიან ბინაში და 2016 ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.
დავიჯეროთ ენმ–ში ან სხვა ოპოზიციაში აღარავინ დარჩა ვინც რაღაც ინფორმაციებს ფლობს იმ ე.წ. სისხლიან 9 წელზე და ამ ფაქტებზე ღმამაღლა ილაპარაკოს⁉️"-წერს "ფოთი ნათელი მომავალი"
2
383
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
383
  
2023, 17 იანვარი, 18:21
მდაააა... აქამდე ეს ინფორმაცია არსად წამიკითხავს
2023, 17 იანვარი, 16:08
კონტროლის პალატა იყო მძარცველთა ბუდე მაგის დროს, არ შეეწყოთ ხელი და მოხელეები ქვეყანას ვერ დაანგრევდნენ. მირცხულავა, მამალაძე, ეგ, თარგამაძე - მაგათი დანგრეულია ქვეყანა
0 1 2