x
image
თეონა გორდეზიანი
კინორეჟისორ გიორგი დანელიას "თბილისური მოგონება"...
თბილისში ვარ, ხვალ მოსკოვში უნდა ვიყო უსიკვდილოდ. (სადიპლომო გამოცდა მაქვს სარეჟისოროზე) მივედი ავია სალაროებში და ბილეთები არ არის. ვაჩვენე ჩემი "მოსფილმის" საბუთი, ვეუბნები რომ აუცილებლად უნდა ვიყო მოსკოვში რა აღარ მოვიგონე, რო ჩავარდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაღება და მსგავსი ტყვილები, შედიან მდგომარეობაში, მაგრამ მპასუხობენ ვერაფრით დაგეხმარებით სამწუხაროდ არაა ბილეთებიო. წავედი დეიდაჩემ ვერიკო ანჯაფარიძესთან. ვერიკომ წამში გადარეკა ავიაციის მინისტრთან. მინისტრმა ვერიკო დააწყნარა თქვენთვის ყველაფერი იქნება დამელოდეთო, დარეკა 15 წუთში მოუბოდიშა რაღაც განსაკუთრებული ხდება არც ერთი ბილეთი არაა დღეს ფიზიკურად, ხვალისთვის კი ბატონო რამდენიც გნებავთ და რომელ რეისზეც გნებავთ.
რა გაეწყობა ავდექი და დავრეკე ცეკაში დევი სტურუასთან. დევიმ ბილეთი რა პრობლემაა მაცალე ეხლავე გადმოგირეკავო, ვერიკომ კი უთხრა მინისტრმა ვერ გვიშოვაო. ვიფიქრეთ მინისტრი მინისტრია, მარა ცეკა მაინც ცეკაა. რეკავს 10 წუთში, რა არის ეს რა დღეა ჩვენთვისაც კი ფიზიკურად არც ერთი ბილეთი არააო. რა უნდა მექნა წავედი სასტუმროში სადაც ვიყავი გაჩერებული, გზაზე "ლაღიძის წყლებში" შევიარე ძალიან მიყვარს და ლაღიძის წყალს მაინც დავლევ მეთქი. შემხვდა კარგი თბილისელი მეგობარი ვოვა მარტინოვი ქალაქელი "კარგი ბიჭი", რომელიც ქალაქელებს ყველას იცნობდა და რომელსაც ქალაქშიც ყველა ცნობდა. ქართულად მეკითხება რა ყურები ჩამოგიყრია ან რა სახე ჩამოგტირის, ხო მშვიდობა გაქვსო? ვოვა ეროვნებით რუსი იყო, მაგრამ მე მხოლოდ ქართულად მელაპარაკებოდა, თვლიდა, რომ ქართული ლაპარაკის პრაქტიკა მაკლდა მოსკოვში და ქართულად საუბარი მჭირდებოდა. მეც ჩემი ბილეთების გაჭირვება მოვუყევი. ესე მეგონა მართლა რამე სერიოზული გჭირსო ვოვამ დამავლო ხელი და სალაროებისკენ გამაქანა, ავიღებთ ბილეთს შენ დარდი გაუშვიო. ვუხსნი არაა ფიზიკურად დღეის ბილეთი ვინ არ შეწუხდა თქო. ჩვენთვის გია ჯან ბილეთი სულ არის წავედითო. სალაროებში ზღვა ხალხი ირეოდა, სალაროს ფანჯარასთან ვერ მიხვიდოდი. ვოვა მაღალი და მხარბეჭიანი იყო, თავზე კეპკა მოიხსნა, (ეგეთი ქუდი თბილისში სულ ორ კაცს ქონდა ვოვას და დათო ყიფიანს), ფეხის წვერებზე აიწია, თავის გრძელი ხელი ფორთოჩკაში შეყო და დიდი ხმით იყვირა ნანაა ვერ მიცანი მე ვარ ვოვა ვარ! გამოიხედე ჩემ ქუდს ხო ხედავ? ვხედავ ვოვა ვხედავ, იქედან მოლარემ, რა გინდა? მოსკოვზე მინდა ერთი ბილეთი ორის თხუთმეტ წუთიანზეო ვოვამ! პასპორტი გამოუშვი, იქედან მოლარე ნანამ, ვოვამ პასპორტი გამომართვა, ფული, ფული, მეთქი, ფულს მივცემ შენ ნუ ნერვიულობო ვოვამ, (ფული, ფული, აიღე სიხარულისგან გული, რომ გავუწყალე, რაღაცნაირი სიბრალულით შემომხედა და მითხრა შენ მოსკოვში სულ გარუსებულხარ ძმაოო.) თვითმფრინავს მივასწარი, მთელი გზა ვფიქრობდი მინისტრი მინისტრია, ცეკაც ცეკაა, აი ვოვა კი ვოვაა..
image
0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0